
23 მაისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26433 - ტენდერი ცოცხალი ძალით დაცვის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ცოცხალი ძალით დაცვის მომსახურების შესყიდვაზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა შეავსოს და წარმოადგინოს ფინანსური შეთავაზება - დანართი N1 და ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის კვალიფიცური ელექტრონული ან მატერიალური ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შესყიდვის ობიექტის ღირებულებები იქნება ფიქსირებული;
- ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
- წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.
- პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.
- პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.
- წინადადების წარდგენით კომპანია ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებსა და პირობებს.
1. ზოგადი ინფორმაცია:
- სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ცოცხალი ძალით დაცვის მომსახურების შესყიდვაზე.
- გამარჯვებულის გამოვლენამდე, ბანკი უფლებამოსილია დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.
- ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
1.1. ტექნიკური დავალება:
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქვემოთ მითითებული პირობების შესაბამისად და არ უნდა შემოიფარგლოს აღნიშნულით:
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბანკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებებისა და მასში განთავსებული მოძრავი ნივთების დაცვა და ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთა საქართველოს მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებია);
- სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელების დროს, დაცვის თანამშრომელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი საჭირო აღჭურვილობით;
- ერთი ობიექტის 24 (ოცდაოთხი) საათიანი დაცვისთვის საჭიროა 3 (სამი) გუშაგი;
- ცოცხალი დაცვით მომსახურება უნდა გახორციელდეს შესაბამისი კომპეტენციის, გამოცდილებისა და პასუხისმგებლობის მქონე მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მიერ. მიმწოდებელმა ბანკს უნდა შეუთანხმოს გამოყოფილი კადრების მონაცემები, კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლის დადასტურებაც უნდა განხორციელდეს ბანკის წარმომადგენლის მიერ;;
- ცოცხალი ძალის თითოეული შეცვლა უნდა შეთანხმდეს ბანკთან;
- მიმწოდებელი ვალდებულია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას აღმოჩენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების დაფიქსირებისას მოახდინოს სათანადო რეაგირება და აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ აცნობოს ბანკის უფლებამოსილ წარმომადგენელს, მაგრამ არაუგვიანეს კანონსაწინააღმდეგო შემთხვევის ფაქტის დადგომიდან 1 (ერთი) საათისა);
- მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ბანკს მიადგა შესყიდული მომსახურების არაჯეროვნად განხორციელების შემთხვევაში;
- ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალებულია მაქსიმალურად დროულად, მაგრამ არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს მოთხოვნილი ობიექტ(ებ)ზე დაცვის დაყენება;
- ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს დაცვის პირობები. კონკრეტულ ობიექტზე დაცვის მომსახურების შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი 2 (ორი) კალენდარული დღით ადრე აცნობებს მიმწოდებელს აღნიშნულის თაობაზე;
- მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს ბანკისათვის გამოყოფილი საკონტაქტო პირი, რომელთანაც დაკავშირება შესაძლებელი იქნება 24/7-ზე. დაკავშირება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც წერილობითი, აგრეთვე სატელეფონო კომუნიკაციის ფორმით.
1.2. მომსახურების გაწევის ვადა:
ხელშეკრულება გაფორმდება 2 წლის ვადით, მომსახურების მიღება უნდა განხორციელდეს არაუადრეს 2025 წლის 21 ივნისიდან.
1.3. მომსახურების გაწევის ადგილი:
დასაცავი ობიექტების სია და მისამართები განისაზღვრება ბანკის მიერ, ბანკთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
1.4. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- დაკისრებული ვადებულების შესასრულებლად პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
1.5. ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა ყველა სავალდებულო დოკუმენტი უნდა ატვირთონ პლატფორმაზე https://tenders.ge/ . დოკუმენტები უნდა აიტვირთოს უფლებამოსილი პირის კვალიფიცური ელექტრონული ან მატერიალური ხელმოწერით, ელექტრონული სახით.
სავალდებულო დოკუმენტაცია*:
- ფინანსური შეთავაზება - დანართი N1;
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2;
- კერძო დაცვითი საქმიანობის მოქმედი ლიცენზია - გათვალისწინებული “კერძოდაცვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტ(ებ)ით;
- არანაკლებ 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი კონტრაქტორი კომპანიებისგან, ტენდერით შესასყიდი მომსახურების ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ;
* ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 23 მაისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ცირა რუხაძე
Ts.rukhadze@bog.ge
+995 555 330 646
ტენდერის კატეგორია:
- 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები