
13 ივნისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT26451 - კონკურსი ხილ-კენკროვანი და კაკლოვანი კულტურების სადემონსტრაციო პროექტების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს კონკურსს ხილ-კენკროვანი და კაკლოვანი კულტურების სადემონსტრაციო პროექტების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა ხორციელდება „მწვანე შეთანხმებისთვის მზადყოფნის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში“ (PROGRESS) ფარგლებში
"Promoting Green Deal Readiness in Eastern Partnership Countries" (PROGRESS).
საქართველოში ხილ-კენკოვანი და კაკლოვანი კულტურების სადემონსტრაციო პროექტების ხელშწყობის პროგრამის მიზანია მდგრადი და კლიმატგონივრული აგროპრაქტიკის დანერგვა, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროგრამით გათვალისწინებულია საქართველოში სულ მცირე სამი სადემონსტრაციო პროექტის განხორციელების ხელშეწყობა მათი თანადაფინანსების გზით.
თანადაფინანსებისთვის შერჩეული სადემონსტრაციო პროექტები უნდა ფარავდნენ ხილ-კენკროვანი და კაკლოვანი კულტურების პირველადი წარმოების (მოყვანის, მოსავლის აღების, პირველადი გადამუშავება/შენახვის) ერთ ან რამოდენიმე სტადიას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მდგრადი სარგებელი გრძელვადიან პერიოდში.
1. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებები
პროგრამაში მონაწილეობა ღიაა ხილ-კენკროვანი და კაკლოვანი კულტურების სადემონსტრაციო პროექტებისთვის, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება მოცვისა და ნუშის კულტურაზე ორიენტირებულ პროექტებს.
2. თანადაფინანსების ოდენობა
- ერთი სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად:
- ძირითადი საშუალებების შეძენა-მონტაჟისათვის: 5,000 - 25,000 ევროს/EUR ექვივალენტი ლარში
- მომსახურებისთვის (მათ შორის, პროფესიონალური კონსულტაცია, შესაძლებლობების გაძლიერება და სხვა დაკავშირებული მომსახურებები): 5,000-15,000 ევროს/EUR ექვივალენტი ლარში.
პროგრამის ბენეფიციარის თანამონაწილეობა სადემონსტრაციო პროექტის დაფინანსებაში
მოითხოვება პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის (თანადაფინანსების მიმღების) მიერ სადემონსტრაციო პროექტის განხორციელებაში თანამონაწილეობა, რაც უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანადაფინანსების სულ მცირე 45%-ს ფულადი ან/და არაფულადი სახით.
3. გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა
პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებსაც სურთ კლიმატზე ორიენტირებული, მდგრადი და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა.
4. კონკურსის ეტაპები
კონკურსის გაიმართება 4 ეტაპად:
- ეტაპი I: განაცხადების მიღება და გადარჩევა
- ეტაპი II: განაცხადების პირველადი შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ
- ეტაპი III: თანადაფინანსებისთვის შერჩეული სადემონსტრაციო პროექტების გამოვლენა
- ეტაპი IV: გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების რისკების შეფასება და ხელშეკრულების გაფორმება
5. საკონკურსო განაცხადის წარმოდგენა
განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად და მოიცავდეს მოთხოვნილ ყველა დოკუმენტს;
განაცხადის შევსებული ფორმა (დანართი #1 - განაცხადის წარმოდგენის ფორმა; დანართი #2: ბიუჯეტის ფორმა) და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად ქვემოთ მოყვანილი ელექტრონული ფოსტის მისამართებზე:
natia.tskhovrebadze@rec-caucasus.org
nino.nadibaidze@rec-caucasus.org
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 13 ივნისი 18.00 სთ.
6. დეტალური ინფორმაცია და შესავსები ფორმები
- დანართი: კონკურსის ტექნიკური დავალება
- დანართი #1: განაცხადის წარმოდგენის ფორმა
- დანართი #2: ბიუჯეტის ფორმა
- დანართი #3: განაცხადის შეფასების კრიტერიუმები
ტენდერის კატეგორია:
- 77100000 სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები