ჩაბარების ვადა:

11 ივლისი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T2649 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ელექტრო ავტომობილებისთვის დამტენი სადგურების მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ელექტრო ავტომობილებისთვის დამტენი სადგურების მოწყობაზე 27/06-NEO-S/ECH-17

მომსახურების აღწერა:
ზესტაფონის რაიონის სოფ. არგვეთაში მდებარე ნეოგაზის კუთვნილი აგგს-ის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში ელექტრომობილების დამტენი სადგურის მოწყობა შემსრულებლის მასალით:

სპეციფიკაცია:

  • რაოდენობა - 4 ცალი;
  • დამტენი უნდა იყოს 2 პორტიანი;
  • სწრაფი ტიპის დამტენი (Fast Charger);
  • უნვერსალური შტეკერი (ევროპული, ამერიკული, იაპონური და ჩინური მანქანებისთვის);
  • გარე პირობებში მუშაობის შესაძლებლობა (წვიმა/ნესტი, დაბალი/მაღალი ტემპერატურა);
  • ავტომობილი Tesla-ს დატენვის შესაძლებლობა.

შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ();
  • შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • დამტენი სადგურისთვის სამუშაო პირობების შესაქმნელად მოთხოვნილი ელ. მომარაგების სპეციფიკაცია (ელექტროობის მიყვანა დამტენამდე არის დამკვეთის პოზიცია).
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი დამტენებთან დაკავშირებით: დავით კიკვიძე. საკონტაქტო ნომერი: 591 11 41 41;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 11 ივლისი, 16:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი