ჩაბარების ვადა:

15 ივნისი 2025, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

T26556 - ფასთა გამოკითხვა რუსთავის ცემენტის ქარხანაში, აბანოსათვის საქვაბის და ცხელი და ცივი წყლის სისტემებისათვის მოწყობილობების მოწოდება მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

ქართული ცემენტი აცხადებს ფასთა გამოკითხვა რუსთავის ცემენტის ქარხანაში, აბანოსათვის საქვაბის და ცხელი და ცივი წყლის სისტემებისათვის მოწყობილობების მოწოდება მონტაჟზე.

ჰანიველ ცემენტმა მის კუთვნილ ცემენტის ქარხანაში ქალაქ რუსთავში მოახდინა პერსონალის აბანოს შენობის რეკონსტრუქცია. რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდა შენობის სრული რემონტი, სანტექნიკური, გათბობის, ვენტილაციის და ელ. მომარაგების შიდა ქსელების ჩათვლით. აბანოს გათბობის და ცხელი და ცივი წლის მომარაგებისათვის არსებული სისტემები მოძველებულია როგორც ფიზიკურად ასევე მორალურად და გამომდინარე აქედან მიღებული იქნა გადაწყვეტილება მთლიანად შეიცვალოს საქვაბის მოწყობილობები და და ასევე სრულად შეიცვალოს ცხელი და ცივი წყლის მიწოდების სისტემაც. ამ მიზნით კომპანიის დაკვეთით მომზადებული იქნა შესაბამისი პროექტი.

აღნიშნული ფასთა გამოკითხვის მიზანს წარმოადგენს საქვაბისა და ცხელი და ცივი წყლის სისტემის მოწყობილობების მოწოდება და მონტაჟი მოწოდებული პროექტის მიხედვით. 

,,ჰანიველ ცემენტი’’ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ასევე, ბეტონის საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მეტი ინფორმაცია ჰანიველცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: http://www.hunnewellcement.ge.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში. 

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი: 

  • გათბობის პროექტით გათვალისწინებული მოწყობილობების და მასალების მოწოდება
  • წყალმომარაგების პროექტით გათვალისწინებული მოწყობილობებისა და მასალების მოწოდება
  • გათბობის პროექტით გათვალისწინებული მოწყობილობების და ქსელების მონტაჟი და მიერთება არსებულ ქსელთან
  • წყალმომარაგების პროექტით გათვალისწინებული მოწყობილობებისა და ქსელების მონტაჟი და მიერთება არსებულ ქსელებთან
  • გათბობისა და წყალმომარაგების სისტემის ჩართვა და ექსპულატაციაში გაშვება

სამუშაოები და სპეც. ინსტრუმენტები რომლებიც არ შედის კონტრაქტორის მოვალეობაში: 

  • პროექტის მომზადება
  • სანებართვო პროცედურები
  • საქვაბის შიდა კოსმეტიკური რემონტი
  • არსებული მოწყობილობების დემონტაჟი
  • არსებული რეზერვუარების გაწმენდა შეკეთება
  • გათბობის შიდა ქსელების მოწყობა (აბანოს შიგნით)
  • წყალმომარაგების შიდა ქსელების მოწყობა (აბანოს შიგნით)

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი დეკუმენტაცია: 

  • აღნიშნულ სამუშაოებზე გეგმა გრაფიკი;
  • თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
  • რისკების შეფასება;
  • სამუშაო მეთოდოლოგია;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი;
  • ინფორმაცია ჩატარებული სწავლებების შესახებ;
  • უბედურ შემთხვევაზე დაზღვევა;

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: რუსთავის ცემენტის ქარხანა
  • სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ სამუშაოს შესრულების თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
  • გადახდის პირობები: ავანსი (საბანკო გარანტიის საფუველზე), ეტაპობრივი შესრულებული სამუშაოების მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე ან სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
  • ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული საპროექტო დოკუმენტისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად. 

წინადადების მოწოდებამდე სასურველია შემსრულებლის ვიზიტი ადგილზე რუსთავის ცემენტის ქარხანაში.

წინადადება უნდა მოიცავდეს: 

  • დეტალურ კომერციულ ნაწილს, თანდართული ნიმუშების მიხედვით.
  • ინფორმაციას შემოთავაზებული მოწყობილობების მწარმოებელსა და ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებზე.
  • ინფორმაციას შემოთავაზებული მასალების მწარმოებელზე.
  • სამუშაოების შესრულების დეტალურ გეგმაგრაფიკს.
  • კომპანიის მიერ ბოლო 2 წლის მანძილზე შესრულებულ ანალოგიური სამუშაოების ჩამონათვალს

შესაძლებელია წინადადების მოცემა მხოლოდ მოწყობილობების და მასალების მოწოდებაზე ან მხოლოდ სამუშაოების შესრულებაზე. თუმცა ერთნაირი პირობების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიას რომელიც შემოგვთავაზებს სრულ სერვისს. 

თანდართული დოკუმენტები:

  • გათბობის პროექტი
  • წყალმომარაგების პროექტი
  • მოწყობილობების ტექნიკური დოკუმენტაცია (მხოლოდ ნიმუშისათვის, არ ვითხოვთ ზუსტად ამ მოწყობილობების მოწოდებას)
  • გათბობის სისტემის განფასების ნიმუში
  • წყალმომარაგების სისტემის განფასების ნიმუში.

გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შემდეგ მისამართზე:

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 15.06.2025– 12:00 საათი.

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით (ტენდერში მიბმული შესავსები ორი ექსელის ფაილი)უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 

შალვა ბერიძე
shalva.beridze@cement.ge
+995 591 538 383

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ირაკლი სადუნიშვილი
irakli.sadunishvili@cement.ge  
+995 577 509705

ტენდერის კატეგორია:

  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები