ჩაბარების ვადა:

13 ივნისი 2025, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

T26562 - ტენდერი კიბერ-უსაფრთხოების ჩარჩო აუდიტის ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: კიბერ-უსაფრთხოების ჩარჩო აუდიტის ჩატარებაზე.

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

ძირითადი მოთხოვნები:

  • კიბერ/ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
  • კიბერ/ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი უნდა ჩატარდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N 56/04 ბრძანების და შესაბამისი დანართის შესაბამისად. 
  • აუდიტი უნდა დასრულდეს 2025 წლის ნოემბრის ბოლომდე.
  • აუდიტის რეპორტი უნდა მოიცავდეს, როგორც აუდიტის დეტალურ დასკვნას, ასევე კომერციული ბანკების კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N 56/04 ბრძანება) მოთხოვნებთან ბანკის შესაბამისობის დეტალურ ანალიზსა და შეფასებას.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ: 

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი 

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);
  • ხელმოწერილი ფასების ცხრილი;  (იხ.თანდართულ ფაილი)
  • მასშტაბი
  • აუდიტის ჩატარების მეთოდებისა და ინსტრუმენტების აღწერა
  • იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, სადაც ჩატარებული აქვს კიბერ-უსაფრთხოების ჩარჩო აუდიტი
  • იბერ/ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით აუდიტორ(ებ)ის საერთაშორისო სერტიფიცირების დამადასტურებელი საბუთები
  • აუდიტის ჩატარების ხანგძლივობა 

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია

გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზ არსებულ ტენდერების ყუთში

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა:   13 ივნისი 2025 წელი 16:00 საათამდე 

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

ქეთევან ქალდანი 
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)
E-mail: tenders@procreditbank.ge  

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ

გთხოვთ მიმართოთ:
ანა ბოჭორიშვილი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112 ტელ.: (+995 32) 2202222 (1249)
E-mail: geo.OpRisk@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები