ჩაბარების ვადა:

9 ივნისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T26563 - ტენდერი სატელევიზიო მედია დაგეგმარება-განთავსების მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია, წინადადებების მიღების ვადად განისაზღვრა: 9 ივნისი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს "სილქნეტი" აცხადებს ტენდერს სატელევიზიო მედია დაგეგმარება-განთავსების მომსახურების შესყიდვის მიზნით და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ კომპანიას.

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 1 წლის ვადით
.

გთხოვთ
, იხილოთ თანდართული ტექნიკური დავალება დანართი #1-ის სახით. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება ტექნიკურ დავალებაში მოცემული პირობების შესაბამისად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კონვერტით, 2025 წლის 9 ივნისის  ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერის # - 2025/07

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2025  წლის 9 ივნისის ჩათვლით

განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები. (მინიმუმ 3 კომპანიის)
  • სააგენტოს რეკომენდაცია (ბიუჯეტის გადანაწილება/მცურავი გრაფიკი/PT-OFFPT%/- არხების დამატება)
  • კომპანიაზე  ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
  • კლიენტების ჩამონათვალი
  • საქართველოში 2-ვე მზომველის : AGB Nielsen -ისა და კანტარის გამომწერის დამადასტურებელი დუკუმენტაცია.
  • არხების განფასება (სეზონური ფასდაკლებები/ფასნამატები)
  • რეკომენდაციები (ბიუჯეტის გადანაწილება/დაგეგმარებაზე)

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.

მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა იქნ მითითებული ეროვნულ ვალუტაში, - ჩათვლით;

სს ,,სილქნეტი  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით.

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ თევდორაძე
ტელეფონი+995 599 15 81 991
E-mail:  tenders@silknet.com ttevdoradze@silknet.com
მისამართი:
ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის # 7

ტენდერის კატეგორია:

  • 92200000 სატელევიზიო და რადიომომსახურებები