ჩაბარების ვადა:

20 ივნისი 2025, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T26565 - ტენდერი ჩინეთიდან ფოთის პორტამდე 40 ფუტიანი კონტეინერის ტრანსპორტირებაზე

  • გამომცხადებელი: ე-ბილდვეი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 ივნისი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

 შპს „ე-ბილდვეი“ აცხადებს ტენდერს - ჩინეთიდან ფოთის პორტამდე 40 ფუტიანი კონტეინერის ტრანსპორტირებაზე.

შპს „ე-ბილდვეი “ კოშკურა ამწეების და დეტალების იმპორტი.

პირობები: 

  • ტვირთის აღების მისამართი: ჩინეთი
  • დასრულების მისამართი: ფოთის პორტი
  • ტრანსპორტირების მეთოდი: საზღვაო
  • ტვირთის დასახელება: კოშკურა ამწე/ დეტალები
  • სავარაუდო რაოდენობა: 3 თვეში 5-20 კონტეინერი (40 ფუტიანი)
  • გამარჯვებულ კომპანიას მიეწოდება ტვირთთან დაკავშირებული ყველა საბუთი, (ტვირთი მოდის ჩინეთიდან ფოთის პორტამდე) 
  • კონტეინერის პორტიდან გამოტანის ყველა პროცედურას უზრუნველყოფს გამარჯვებულიკომპანია, რის ხარჯსაც წარმოადგენს 
    ინვოისის საფუძველზე ტრანსპორტირების ხარჯთან ერთად; 
  • ტენდერის ძირითადი დროს გასვლის შემდეგ, კომპანიამ შესაძლოა დამატებითი დრო მისცეს მონაწილე კომპანიებს, რომ მათ მიერ მოხდეს შემოთავაზებების გადახედვა/ გაუმჯობესება;

მომსახურების შესყიდვის პერიოდი: 01.06.2025 – 31.10.2025

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 20.06.2025 18:00 საათი;

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში

გადახდის პირობა:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • თქვენი კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ტენდერის დასახელება;
  • კომერციული წინადადება;
  • შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება:
  • ტრანსპორტირების ვადები;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ბოლო 1 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, დოკუმენტები ჩაგვიგდოთ ხელმოწერილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: გიორგი ეხვაია
მის.: საქართველო, თბილისი, გ.რობაქიძის 7
ელ. ფოსტა: giorgi_ekhvaia@buildway.ge
ტელ.: +995 593503971

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
შეკითხვები