ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T2660 - ტენდერი შენობა-ნაგებობების სახურავების სარემონტო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ საქინვესტი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების: შენობა-ნაგებობების სახურავების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე 30/06-SAK-S/ROOF-17

მომსახურების აღწერა:
ტენდერის მიზანია კვალიფიციური კომპანიის შერჩევა სამაცივრედა სასაწყობე შენობების სახურავების რბილი გადახურვის დაზიანებული უბნების შეკეთების სამუშაოების ჩატარებისთვის. შენობები წარმოადგენენ ერთ სართულიან კაპიტალურ ნაგებობებს ორ ქანობიანი სახურავით. 01/1-02/1-03/1-04/1 სახურავები მოწყობილია ლითონ კონსტრუქციების კარკასზე დამაგრებული უჟანგავი თუნუქის პროფილირებული ფილებით, რომლის ზემოდან მოწყობილია თბოსაიზოლაციო მასალა, მჭიმი ქვიშაცემენტის ხსნარით, და ჰიდროსაიზოლაციო მასალა. დანარჩენი სახურავები მოწყობილია რკინაბეტონის კონსტრუქციებით. სამუშაოების ჩატარების დროს დაზიანებული უბნები აუცილებლად უნდა გასუფთავდეს დამწვარი ჰიდროსაიზოლაციო მასალის ნარჩენებისაგან და ქვიშაცემენტის ფხვიერი ფენისაგან, შემდგომში ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობით (ლინოკრომით) . ძველი და ახალი სახურავების მიერთების ადგილი დამუშავებული უნდა იქნას ბიტუმის ხსნარით.

დამატებითი მონაცემები:

  • სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. თბილისი, აგლაძის ქუჩა #32;
  • შენობების რაოდენობა - 10 ცალი;
  • შენობების სახურავების დაზიანებული უბნების საერთო ფართობი : 7628,3კვ.მ;
  • მასალის მიწოდების საშუალო სიმაღლე შეადგენს 6მ-დან 8მ-მდე;

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • შენობების ფართობები და ჩასატარებელი სამუშაოები;
  • სამუშაოების მოცულობები თითოეული შენობისთვის.

შპს “ საქინვესტი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • სამუშაოების შესრულების დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების
  • შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551112222.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლევან კაკოიშვილი საკონტაქტო ნომერი:599 26 32 22.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 10.07.2017, 16:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები