ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2663 - ტენდერი გაჟღენთილი ხის განძელების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს“საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” აცხადებს ტენდერს მასალის: გაჟღენთილი ხის განძელების შესყიდვაზე #30/06-SAQN-P/TIE-17

შესასყიდი მასალის სპეციფიკაცია:

  • გაჟღენთილი ხის განძელი - 230მმ*160მმ*1500მმ;
  • აუცილებელი პირობა: სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 1500 მმ-სა;
  • რაოდენობა-2,680ცალი;

შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება დანართი № 1 სახით სრულად შევსებული;
    - ფასი მოცემული უნდა იყოს მიწოდებით მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის N13;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელექტრონული ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით:თეიმურაზ ჩიჩუა. საკონტაქტო ნომერი:591931010.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 10ივლისი, არაუგვიანეს 17:00 საათისა.

ტენდერის კატეგორია:

  • 03400000 მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები