ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T2664 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ბალახის მოლის მოწყობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ბალახის მოლის მოწყობის შესყიდვაზე 03/07-NEO-S/GRASS-17

მომსახურების აღწერა:

ზესტაფონის რაიონის სოფ. არგვეთაში მდებარე ნეოგაზის კუთვნილი აგგს-ის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში ბალახის მოლის მოწყობა შემსრულებლის მასალით:

  • საერთო ფართობი: 2815 კვ. მეტრი;
  • ბალახის ტიპი: მარადმწვანე, ყინვაგამძლე;
  • გრუნტის შეტანა მოხდება დამკვეთის მიერ

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • მიწის სამუშაოების კარტოგრამა;

შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზებული ბალახის სახეობა;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; წინადადების წარდგენა ასევე შესაძლებელია ელ. ფოსტის საშუალებით მისამართზე: v_maisuradze@giec.ge .
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი. საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 10 ივლისი, 16:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები