ჩაბარების ვადა:

27 ივნისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T26673 -კვლევა: ქალების პროფესიული უნარ-ჩვევები და მათი დაინტერესება საპორტო ვაკანსიებით

ტენდერის აღწერილობა:

სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური აცხადებს კვლევას : ქალების პროფესიული უნარ-ჩვევები და მათი დაინტერესება საპორტო ვაკანსიებით.

სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“/ეიპიემ ტერმინალს ფოთის სტრატეგიის ფარგლებში, კომპანიისთვის პრიორიტეტულია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალების ეკონომიკური ჩართულობის გაზრდა. კვლევის მიზანია დადგინდეს, რა პროფესიული უნარ-ჩვევები აქვთ ქალაქ ფოთში მცხოვრებ ქალებს და რამდენად არიან დაინტერესებულნი და მზად ტექნიკურ და საოპერაციო პოზიციებზე დასაქმებისთვის ნავსადგურში.

2. კვლევის მიზანია გამოვლინდეს:

  • ქალების პროფესიული კვალიფიკაცია და ტექნიკური უნარები;
  • ქალების დამოკიდებულებისა და მზადყოფნის შეფასება კონკრეტულად საპორტო საქმიანობის მიმართ;
  • დაინტერესება და მოტივაცია ტექნიკურ/ოპერაციულ პოზიციებზე დასაქმებისთვის;
  • არსებული ბარიერები (გრაფიკი, ღამის ცვლაში მუშაობა, სამუშაო დღეები) ან მოტივატორები (სოციალური, კულტურული) პორტში დასაქმებისთვის;
  • შესაბამისი განათლების არსებობა/დეფიციტი;
  • რეკომენდაციები უნარების განვითარების პროგრამებისთვის. 

3. კვლევის ამოცანები:

  • ადგილობრივი ქალების პროფესიული პროფილის ანალიზი (განათლება, გამოცდილება, უნარები);
  • პოტენციური ტექნიკური/ოპერაციული პოზიციების იდენტიფიკაცია პორტში;
  • გამოკითხვის ჩატარება ქალთა შერჩეულ ჯგუფთან (ინდივიდუალური ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები);
  • შრომის ბაზრის ზოგადი ანალიზი: ქალთა დასაქმების ტენდენციები ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში;
  • ცნობადობის დონის შეფასება პორტში არსებული პოზიციებისა და შესაძლებლობების შესახებ.
  • შეფასდეს, რამდენად იცნობენ ქალები საპორტო სფეროს, მის სპეციფიკას და კარიერულ შესაძლებლობებს;
  • გამოიკვეთოს რამდენი ქალი ფლობს ან არის მზად შეიძინოს ტექნიკური განათლება, რომელიც მოთხოვნადია პორტში;
  • შეფასდეს განათლების სისტემისა და პროფესიული მომზადების ხელმისაწვდომობა/შესაბამისობა ნავსადგურის საჭიროებებთან.
  • ტექნიკურ და საოპერაციო პოზიციებზე უკვე დასაქმებულ ქალ და კაც თანამშრომლებთან მოხდეს მცირე ფოკუს ჯგუფის შექმნა, სამუშაო პირობებისა და სამუშაო ადგილზე გამოწვევების გამოსავლენად.

4. გეოგრაფიული არეალი და სამიზნე ჯგუფი:

  • ლოკაცია: ფოთი
  • სამიზნე ჯგუფი: 16-დან 45 წლამდე ასაკის ქალები (დასაქმებული, დროებით უმუშევარი, სტუდენტი, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები);
  • დაინტერესებული მხარეები: პროფესიული სასწავლებლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, დასაქმების სააგენტო, კერძო სექტორი.

5.მეთოდოლოგია:

განმახორციელებელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური კვლევის მეთოდოლოგია, მათ შორის:

  • რაოდენობრივი კვლევა (საშუალოდ 300 რესპონდენტი, კითხვარის საფუძველზე);
  • ხარისხობრივი კვლევა (ფოკუს-ჯგუფები — სულ მცირე 4, თითოეულში 10-მდე მონაწილე);
  • ინდივიდუალური სიღრმისეული ინტერვიუები (10–15 ინტერვიუ დამსაქმებლებთან, ადგილობრივ ლიდერებთან, საპორტო ინდუსტრიით დაინტერესებულ ქალებთან).

დამატებითი შეკითხვები მეთოდოლოგიასთან მიმართებაში:

  • გსმენიათ ეიპიემ ტერმინალს ფოთის შესახებ?
  • რამდენად გაინტერესებთ მუშაობა საპორტო სექტორში?
  • რა ფუნქციებს უკავშირებთ ნავსადგურში მუშაობას?
  • გაქვთ თუ არა შესაბამისი განათლება ან გაქვთ ტექნიკური კურსის გავლის სურვილი?
  • რა შეგიწყობდათ ხელს ნავსადგურში დასაქმებისკენ (ტრენინგი, მეტი ინფორმაცია, გარემო პირობები)?

6. მოლოდინი/შესასრულებელი სამუშაოები:

  • კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება და შეთანხმება დამკვეთთან;
  • მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
  • ძირითადი მიგნებების და რეკომენდაციების წარმოდგენა;
  • საბოლოო ანგარიში ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • პრეზენტაცია დამკვეთი კომპანიისთვის.

7. განრიგი:

  • კვლევის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 6 კვირისა ხელშეკრულების გაფორმებიდან.
  • შუალედური ანგარიშგება – მე-4 კვირის ბოლოს.
  • საბოლოო ანგარიში – მე-6 კვირაში.

8. საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემსრულებლისთვის:

  • გამოცდილება სოციალური და შრომის ბაზრის კვლევებში;
  • გამოცდილება გენდერული საკითხების ანალიზში;
  • ადგილობრივი კონტექსტის ცოდნა;
  • გუნდში პროფესიონალი მკვლევრები, ანალიტიკოსები და გამოკითხვის ორგანიზატორები.

დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს:

  • ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ;
  • ინფორმაცია ჩატარებული კვლევებისა და დამკვეთი კომპანიების/ორგანიზაციების შესახებ;
  • ტექნიკური წინადადება: სერვისის მიწოდების პირობები, მომსახურების გაწევის ვადები (დაწყებისა და დასრულების თარიღი);
  • ფინანსური წინადადება: მომსახურების სრული ღირებულება, დღგ-ს გარეშე, მათ შორის: ადამიანური რესურსების ანაზღაურება, ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა, სხვა საორგანიზაციო ხარჯები 

მოთხოვნილი დოკუმენტაცია დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა გამოიგზავნოს 27 ივნისის 18:00 საათამდე ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: etuna.tsotniashvili@apmterminals.com

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები