ჩაბარების ვადა:

16 ივნისი 2025, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T26684 - ფასთა გამოკითხვა 100 ტონიანი საავტომობილო სასწორის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: RMG Gold
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 ივნისი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს არ ემ ჯი გოლდი აცხადებს  ფასთა გამოკითხვას 100 ტონიანი საავტომობილო სასწორის შესყიდვაზე.

  • შესყიდვის საგანი: საავტომობილო სასწორი 100ტ.
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 16.06.2025 18:00 საათი
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა : ქართული/რუსული/ინგლისური
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება:
  • გადახდის პირობები;
  • პროდუქციის მიწოდების ვადები;
  • მიწოდების პირობა;
  • ტექნიკური დოკუმენტაცია;
  • შემოთავაზებული პროდუქციის წარმოშობის სერთიფიკატი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;

წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.

ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1

კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 595 30 00 16
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

გთხოვთ ასევე დაგვიზუსტოთ ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს თუ არა სასწორის ფუნდამენტის მოწყობის სამუშაოები და სასწორზე ასასვლელ/ჩამოსასვლელი პანდუსები უნდა იყოს ბეტონის, თუ მეტალის?

RMG Gold
RMG Gold

სასწორის ფუნდამენტს ჩვენ ვაწყობთ.

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ ქართულ ენაზე წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია იქნება მისაღები. ასევე ტექნიკური დავალების მიხედვით: "აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც გადაეცემა საქონელთან ერთად" მოთხოვნილია "შესაბამისობის სერტიფიკატი, ტექნიკური დოკუმენტაცია ქაღალდის და ელექტრონული ფორმით რუსულ ენაზე: -ექსპლუატაციის ინსტრუქცია (ტექნიკური მახასიათებლებით) რუსულ ენაზე; - ტექნიკური აღწერა, ელექტრო დიაგრამების ჩათვლით; - სათადარიგო ნაწილების კატალოგი; - ავტომობილის სასწორის პასპორტი. " - გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ ქართულ და ინგლისურ ენებზე მოწოდებული სერთიფიკატები და დოკუმენტაცია მისაღები იქნება. მადლობა წინასწარ

RMG Gold
RMG Gold

მოგესალმებით, გიდასტურებთ, რომ სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს ქართულ ენაზე და სერთიფიკატები შეგიძლიათ ინგლისურად.