ჩაბარების ვადა:

25 ივნისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T26719 - ტენდერი ავტომობილების დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ავტომობილების დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება. 

სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე (მომსახურების ტარიფები და პირობები)
  • სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3, ბოლო 6 თვის გაცემული)
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (ა/მანქანის დაზღვევის კუთხით)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო 6 თვის.
  • ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალობაზე;

დაზღვევის პირობები:

  • ავტოტრანსპორტის მართვის უფლება ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს 
  • რისკების სრული პაკეტი
  •  ნულოვანი ფრანშიზა 

ლიმიტები:

  • მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა - ლიმიტი: 5000$
  • უბედური შემთხვევით გამოწვეული მძღოლის და მგზავრის დაზღვევა - ლიმიტი:  10000$
  • ინკასაციის  მანქანებზე  მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა - ლიმიტი: 15000$

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშზე.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ივნისი (18:00 სთ-მდე).   ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ. 

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 25 ივნისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით დიანა კოკოლიშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: diana.kokolishvili@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2008). მობ: 599547702 .

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები
  • 75300000 სავალდებულო სოციალურ დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 ივნისი 2025 დრო 11:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა