
ჩაბარების ვადა:
18 ივნისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT26727 - ფასთა გამოკითხვა საბურღი დაზგის შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას საბურღი დაზგის შესყიდვაზე.
- შესყიდვის საგანი: საბურღი დაზგა (პნევმატური ჩაქუჩით)
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 18.06.2025 18:00 საათი
- ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა : ქართული/რუსული/ინგლისური
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება:
- გადახდის პირობები;
- პროდუქციის მიწოდების ვადები;
- მიწოდების პირობა;
- ტექნიკური დოკუმენტაცია;
- შემოთავაზებული პროდუქციის წარმოშობის სერთიფიკატი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ
წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 595 30 00 16
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
ტენდერის კატეგორია:
- 42600000 ჩარხები
- 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები
დოკუმენტაცია
Drilling rig-technical specifications
Drilling rig-technical specifications
Price survey on the purchase of a drilling machine
Price survey on the purchase of a drilling machine
RC-საბურღი დაზგის ტექნიკური დავალება
RC-საბურღი დაზგის ტექნიკური დავალება
საბურღი დაზგა 027
საბურღი დაზგა 027
ფასთა გამოკითხვა საბურღი დაზგის შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვა საბურღი დაზგის შესყიდვაზე