
26 ივნისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT26764 - ტენდერი ოფისის დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ოფისის დასუფთავების მომასახურება 1 კალ. წლის განმავლობაში.
მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:
- მომსახურების გაწევის ადგილი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, მინდელის ქუჩა, N3 (ს/კ: 01.14.01.007.327) (https://maps.app.goo.gl/4iAzPnU2ys1sDmGj7)
- მომსახურების გაწევის დრო: გთხოვთ იხილოთ დანართი N2
- მომსახურების გაწევის სიხშირე: გთხოვთ იხილოთ დანართი N2
ანგარიშსწორების პირობა:
- ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალ. რიცხვისა
- გთხოვთ იხილოთ დანართი N1, სადაც წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით.
- გთხოვთ იხილოთ დანართი N2,სადაც შეგიძლიათ იხილოთ დასუფთავების მომსახურების ტექნიკური მოთხოვნა.
- გთხოვთ იხილოთ დანართი N3, სადაც შეგიძლიათ იხილოთ რბილი იატაკის მოვლის რეკომენდაციები, რომელიც უნდა დაიცვას გამარჯვებულმა პრეტენდენტმა.
ოფისის გეგმარების მისაღებად ტენდერში მონაწილე პრეტენდეტმა საჭიროა დაინტერესება გამოხატოს ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით შემდეგ ელ. ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიღებული გეგმარება შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას და განკუთვნილია მხოლოდ ტენდერში მონაწილეობის მიზნით.
ინფორმაციის მიღებით ადასტურებთ, რომ:
- არ გაავრცელებთ მოცემულ ინფორმაციას მესამე პირებზე;
- არ გაამჟღავნებთ, დააკოპირებთ, გაავრცელებთ ან გამოიყენებთ მას სხვა მიზნებისთვის;
- ვალდებულებას იღებთ რომ შეინახავთ აღნიშნულ დოკუმენტაციას უსაფრთხოდ და გამოიყენებთ მხოლოდ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში.
ოფისში ვიზიტისთვის და შესასრულებელი სამუშაოს დასათვალიერებლად, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
გთხოვთ შემოთავაზების გადმოგზავნისას ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ შესაბამისი ტენდერის ნომერი და დასახელება, სხვა შემთხვევაში სატენდერო შემოთავაზება შესაძლოა არ იყოს იდენტიფიცირებადი და ვერ იქნეს განხილული.
გთხოვთ სატენდერო შემოთავაზების გადმოგზავნისას დანართი N1 გადმოგზავნეთ EXCEL-ის ფორმატში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2025 წლის 26 ინვისის, ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2025 წლის 26 ივნისის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- კომპანიის სრული დასახელება
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
- მისამართი
- ტელეფონი
- საბანკო რეკვიზიტები
- თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
- მიწოდების ვადა და პირობები
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).
შენიშვნები:
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
- თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა.
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი:
გიორგი ახალაია
+995 591 967 410
Giorgi.akhalaia@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება