14 ივლისი 2017, 11:00
სტატუსი:
დასრულებულიT2679 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე ხმის საიზოლაციო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე ხმის საიზოლაციო სამუშაოების შესყიდვაზე 07/07-NEO-S/NISO-17
მომსახურების აღწერა:
- ქ. თბილისში, ქავთარაძის ქ. N19 მდებარე ავტოგაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდებარე საკომპრესორო შენობის (100 კვ. მეტრი) ხმის საიზოლაციო სამუშაოების განხორციელება შემსრულებლის მასალით;
- ქ. თბილისში გულუას გამზირი N22 მდებარე ავტოგაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდებარე საკომპრესორო შენობის (80 კვ. მეტრი) ხმის საიზოლაციო სამუშაოების განხორციელება შემსრულებლის მასალით;
სამუშაოები შესრულების შემდეგ უნდა შედგეს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს რომ ხმაურის დონე არის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზღვრებში.
შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
აუცილებელი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ ავტოგაზგასამართ სადგურებზე სიტუაციის გასაცნობად და დამატებითი დეტალების შესასწავლად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ტექნიკური წინადადება, წარმოდგენილი სამუშაოების აღწერით, თუ როგორ ხდება პრობლემის გადაწყვეტა;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
- სამუშაოები უნდა დაიწყოს ქავთარაძის აგგს-თ. - ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით: ნუგზარ ნათობაიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 97 07 31;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 14 ივლისი, 11:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები