ჩაბარების ვადა:
31 ივლისი 2017, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT2685 - ტენდერი მშენებარე ავტო გაზგასამართი სადგურისთვის საკომპრესორო დანადგარის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მასალის: მშენებარე ავტო გაზგასამართი სადგურისთვის საკომპრესორო დანადგარის შესყიდვაზე 07/07-NEO-P/COMPR-17
შესყიდვის სპეციფიკაცია:
შეკუმშული ბუნებრივი აირის დგუშიანი საკომპრესორო დანადგარი შემდეგი ძირითადი მახასიათებლებით:
- შემომავალი წნევა: 0.2 ბარი;
- წარმადობა: 1100 – 1200 კუბ. მეტრი;
- გამომავალი წნევა: 250 ბარი;
- საკოპმპრესორო დანადგარს უნდა გააჩნდეს ხმის დამხშობი მოდული.
შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ომერციული წინადადება უნდა შეიცავდეს კომპრესორის მონტაჟისა და გაშვების ღირებულებას თბილისის ტერიტორიაზე; - შემოთავაზებული კომპრესორის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური აღწერილობა;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია დანადგარის მიწოდებისა და მონტაჟი-გაშვების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა- გრაფიკი);
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ნუგზარ ნათობაიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 97 07 31;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 31 ივლისი, 14:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები