
1 ივლისი 2025, 23:59
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26950 - ტენდერი Firewall ქსელური მოწყობილობის მხარდაჭერის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს Firewall ქსელური მოწყობილობის მხარდაჭერის შესყიდვაზე.
რაოდენობა: 2 ცალი
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების ჯამური ფასი;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის პრეზენტაციის და ე.წ. datasheet ფაილები;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში დღგ-ს ჩათვლით;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ტექნიკური მახასიათებლები (დანართი 3)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller)იმის დასტურად რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები;
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში
აუცილებელი ფუნქციები და მახასიათებლები:
- IPS/IDS
- Advanced Malware Protection
- Application - ფილტრაცია
- Web ფილტრაცია
- DNS ფილტრაცია
- Sandbox მხარდაჭერა
ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციონალის ლიცენზიის გასვლის შემდეგ მოწყობილობა უნდა აგრძელებდეს ფუნქციონირებას L3-L4 რეჟიმში.
- კლასტერი უნდა ფუნქციონირებდეს აქტიურ/პასიურ ან/და აქტიურ/აქტიურ რეჟიმებში.
- ვირტუალურ დომენებად ან კონტექსტებად დაყოფის ფუნქცია.
- უნდა უზრუნველყოს VPN შეერთება.
- უნდა ჰქონდეს დატვირთვის ბალანსირების ფუნქცია.
- უნდა უზრუნველყოს ტრაფიკის მართვა. (QoS/Traffic shaping)
- უნდა უზრუნველყოს SSL ინსპექცია.
- უნდა უზრუნველყოს IPv4, IPv6 დინამიური და სტატიკური მარშრუტიზაცია.
- უნდა უზრუნველყოს შეერთებების WAN-ოპტიმიზაცია.
- უნდა უზრუნველყოს DLP გადაწყვეტილებასთან ინტეგრირება ICAP ან მსგავსი ოქმის გამოყენებით.
- უნდა უზრუნველყოს ანტივირუსული დაცვა.
- უნდა უზრუნველყოს სპამისგან დაცვა.
- უნდა ჰქონდეს IPS შეჭრის პრევენციის ფუნქცია.
- უნდა უზრუნველყოს გამოყენებითი პროგრამების კონტროლი.
- უნდა ჰქონდეს დომენის კონტროლერთან ინტეგრაციის მხარდაჭერა. (Active / Passive LDAP)
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;
პრეტენდენტმა MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პარტნიორობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც - ასეთის არსებობსი შემთხვევაში.
წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტო სტენდერი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 1 ივლისი, 23:59 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
- დანართი 1: ფასების ცხრილი
- დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები
- დანართი 3: ტექნიკური მახასიათებლები
ტენდერის კატეგორია:
- 32400000 ქსელები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები