ჩაბარების ვადა:

2 ივლისი 2025, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T27001 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისის ბაგების მაღალი ძაბვის კაბელის შეცვლაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 28 ივნისი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისის ბაგების მაღალი ძაბვის კაბელის შეცვლაზე.

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მოთხოვნილ სრულ სამუშაოებზე, კერძოდ: პროექტირება, პროექტის შეთანხმება თელასთან და მერიასთან, კაბელის ამოცვლის სამუშაოების ჩატარება პროექტის შესაბამისად;

2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • განიხილება კომპანია, რომელიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია რაც დაფუძნებულია;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი 1-ის შესაბამისად);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და შესრულების პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე

3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი  

  • კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სპეციალისტთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია. 

5. ზოგადი პირობები

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი №2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს.

გასათვალისწინებელია შემდეგი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტმა უნდა შეიმუშაოს პროექტი, მოახდინოს ტოპო გადაღება და მოამზადოს სატრანსპორტო სქემა;
  • კაბელის ამოცვლა უნდა მოხდეს ბაგების ქვესადგურიდან (ფიდერი №51) ლიბერთი ბანკის სათავო ოფისის (ჭავჭავაძის გამზ. №74) მაღალი ძაბვის უჯრედამდე;
  • პროექტირების ფარგლებში პრეტენდენტმა კომპანიამ დამკვეთს უნდა მიაწოდოს ყველა იმ მასალის დეტალური ჩამონათვალი და აღწერილობა, სპეციფიკაციებითურთ, რაც საჭიროა ბაგების მაღალი ძაბვის კაბელის შეცვლისთვის. პრეტენდენტმა უნდა მოამზადოს სამუშაოთა სრული ხარჯთაღრიცხვა, რომელიც მოიცავს მინიმუმ შემდეგს:
    - კაბელი - ბრენდი, რაოდენობა, სიმძლავრე/კვეთი, კაბელის ტიპი და დამატებითი მახასიათებლები - ბანკთან შეთანხმებით; გამოყენებულ უნდა იქნას ხანძარმედეგი, ჰალოგენისგან თავისუფალი ელ. კაბელი;
    - გოფრირებული მილი;
    - კაბელის სამოძრაო ტრანშეის გაჭრასთან და მის შემდგომ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები;
    - დამხმარე მასალები.
  • ბანკის მხრიდან თანხის გადახდა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თელასისგან და მერიისგან იქნება შესაბამისი ნებართვა/თანხმობა პროექტის სისწორისა და მისი განხორციელების შესახებ;
  • სატენდერო წინადადების წარდგენის სამუშაოების შესრულების ვადები;
  • პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, უნდა გაეცნოს ბანკში არსებული მაღალი ძაბვის გაუმჯობესების პროექტს, რის შესაბამისადაც უნდა მოხდეს კაბელის კვეთის/სიმძლავრის შერჩევა;
  • შერჩეულ მასალებზე და შესრულებულ სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 3 წლიანი გარანტია;
  • სამუშაოების ჩატარების ზუსტი განრიგი უნდა შეთანხმდეს ბანკთან;
  • ბაგების კაბელის ამოცვლის შემდგომ უნდა მოხდეს კაბელისა და შესრულებული სამუშაოების ტესტირება; ხელოვნურად უნდა გაითიშოს ვაკის ხაზი და შენობის მთელი დატვირთვა უნდა აიღოს ბაგების ხაზმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში; უნდა დაიწეროს შემოწმების შემდგომი ანგარიში, რომელიც გადაეცემა დამკვეთს;
  • შესრულებული სამუშაოები და კაბელი უნდა გაიტესტოს ონლაინ რეჟიმში, რომლითაც დადგინდება მისი სტაბილური მუშაობა, ჩაუტარდება ანალიზი ელექტროენერგიის გადაცემის ხარისხს, დადგინდება ასიმეტრია ძაბვის, დენის, ფაზებს შორის, ფაზებსა და ნეიტრალს შორის. შემოწმების დასრულების შემდგომ უნდა დაიწეროს ანგარიში, რომელიც გადაეცემა დამკვეთს.

დამატებითი მოთხოვნები:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ზემოთ აღნიშნული სამუშაოების ჩატარების გამოცდილება;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰყავდეს სამონტაჟე საქმიანობის შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიცირებული სპეციალისტები;
  • ელექტროსამუშაოების შესრულებისთვის კომპანიას უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიცირებული ელექტრიკოსები. სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული ორგანოს მიერ; პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ ელექტრიკოსზე გაცემული სერტიფიკატი;
  • სამუშაოები უნდა შესრულდეს ელექტროუსაფრთხოების წესების სრული დაცვით;
  • პრეტენდენტ კომპანიას ბრძანებით უნდა უნდა ჰყავდეს დანიშნული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც კონტროლს გაუწევს შრომის უსაფრთხოების საკითხების დაცვას, ზემოთ აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მთელ პერიოდში. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის ბრძანება და აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 2 ივლისი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა:
Shorena.tavadze@lb.ge 
მობ: 595 90 12 00

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 ივნისი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა