ჩაბარების ვადა:

8 ივლისი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T27003 - ტენდერი ტენდერს სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 28 ივნისი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა: 

კომპანია „ალტა“ აცხადებს ტენდერს სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს დამკვეთის მიერ მოწოდებული პროექტების, სპეციფიკაციების და ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად. 
  • მისამართი: ქალაქი თბილისი , ვეკუას #1, სითი მოლი გლდანი.
  • მონაწილემ უნდა მოახდინოს საპროექტო ტერიტორიის დათვალიერება და მოამზადოს კომერციული წინადადება ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.
  • პროექტის ჩაბარების ვადა: 5 სექტემბერი 2025
  • წინადადების წარდგენისათვის საჭირო ყველა დეტალი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

დამკვეთის მხრიდან წარმოდგენილი იქნება შემდეგი დოკუმენტაცია:

  • სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
  • ფართის არსებული მდგომარეობის აღწერა და ფოტოები

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის ზოგადი ინფორმაცია და გამოცდილება მსგავს პროექტებში;
  • შესრულებული პროექტების პორტფოლიო;
  • სამუშაოს შესრულების ვადები და გრაფიკი;
  • დეტალური კომერციული წინადადება, რომელშიც აისახება როგორც შრომის, ასევე მასალების ღირებულება დამკვეთის მიერ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში.
  • საჭიროებისამებრ, ლიცენზიების და სერტიფიკატების წარმოდგენა.

დამატებითი პირობები:

  • სამუშაოები უნდა შესრულდეს დამკვეთთან შეთანხმებული ეტაპობრივი გრაფიკის მიხედვით;
  • სამუშაოს შესრულებისას აუცილებელია უსაფრთხოების და სამშენებლო ნორმების დაცვა;
  • ტენდერის პირობები შესაძლოა შეიცვალოს დამკვეთის გადაწყვეტილებით, რაც წინასწარ ეცნობება მონაწილეებს.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სასურველია მინ. 5 პროექტი).
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

გამარჯვებული კომპანიის მხრიდან სავალდებულოა ხელშეკრულების საავანსო ღირებულების საბანკო გარანტიის წარდგენა.

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „ალტა“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 8 ივლისი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: 
t.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 ივნისი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა