
3 ივლისი 2025, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T27007 - ინტერესთა გამოხატვა ავეჯისა და სარეკლამო ელემენტების დამზადებისა და მიწოდებაზე
- გამომცხადებელი: შპს "ალტა"
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 28 ივნისი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 3 ივლისი 2025 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია „ალტა“ აცხადებს ინტერესთა გამოკითხვას ავეჯისა და სარეკლამო ელემენტების დამზადებისა და მიწოდების მიზნით სავაჭრო ობიექტისთვის:
- მისამართი: ქალაქი თბილისი , ვეკუას #1, სითი მოლი გლდანი.
- პროექტის ჩაბარების ვადა: 20 სექტემბერი 2025
ინტერესთა გამოკითხვის მიზანია წინასწარ შერჩეულ გამოცდილ კომპანიებთან განხორციელდეს შემდგომი დეტალური განხილვები კონფიდენციალურობის დაცვით.
სამუშაოების ზოგადი მოცულობა
- სავაჭრო სივრცის ფართი: 786 კვ.მ
- ძირითადი ავეჯის ერთეულები: 340 ცალი (მაგ. სალარო სტენდი, კედლის სტელაჟები, მაგიდები და სხვ.)
- სარეკლამო ელემენტები: 300 ცალი (მაგ. ლოგოს ლაითბოქსი, ინტერიერის გრაფიკა, საინფორმაციო ნიშნები)
- მთავარი მასალები: MDF, ლამინატი, ლითონი, აკრილი, შუშა და სხვა
განაცხადი უნდა მოიცავდეს:
- კომპანიის ზოგადი ინფორმაცია;
- გამოცდილება ავეჯისა და სარეკლამო ნაწილის წარმოებასა და მონტაჟში;
- მინიმუმ ორი რელევანტური პროექტის მაგალითი ბოლო 3 წლის განმავლობაში;
- საკონტაქტო პირის მონაცემები შემდგომი კომუნიკაციისთვის.
შემდგომი ეტაპი:
დაინტერესებულ კომპანიებთან გაფორმდება კონფიდენციალობის ხელშეკრულება (NDA), რისშემდეგაც მიეწოდებათ სრული ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის:
- დიზაინის რენდერები და ნახაზები (DWG ფორმატში);
- რაოდენობრივი ცხრილები და ტექნიკური სპეციფიკაციები;
- მოთხოვნები ხარისხზე, მიწოდების ვადებზე და მონტაჟზე
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 3 ივლისი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 39100000 ავეჯი
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
მოგესალმებით მსურს მონაწილეობა მივიღო აღნიშნულ ტენდერში,გთოვთ გამოგვიგზავნოთ ავეჯის ნახაზები და რენდერები.
გამარჯობა, ტენდერში უნდა დააფიქსიროთ მონაწილეობის მიღების სურვილი. ატვირტოთ თქვენი გამოცდილება და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია
მოგესალმებით მსურს მონაწილეობა მივიღო აღნიშნულ ტენდერში,გთოვთ გამოგვიგზავნოთ ავეჯის ნახაზები და რენდერები.
გამარჯობა, ტენდერში უნდა დააფიქსიროთ მონაწილეობის მიღების სურვილი. ატვირტოთ თქვენი გამოცდილება და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია
მოგესალმებით. გვსურს მონაწილეობა მივიღოთ აღნიშნულ ტენდერში. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ავეჯის ნახაზები და რენდერები.
გამარჯობა, ტენდერში უნდა დააფიქსიროთ მონაწილეობის მიღების სურვილი. ატვირტოთ თქვენი გამოცდილება და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია