
17 ივლისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT27013 - ტენდერი თელავის სერვისცენტრისთვის გათბობა-გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, თელავის სერვისცენტრისთვის გათბობა-გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების შესყიდვაზე.
- შენობა-ნაგებობის საერთო სართულიანობა: 2
- შენობა-ნაგებობის საერთო სარემონტო ფართობი: I, II სართულები, ფართობი 618 მ².
- მის.: ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზირი #6
- ს/კ: 53.20.47.128
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #2-ში, ფასების ცხრილი (მითითებული მოცულობები შესაძლოა შეიცვალოს, როგორც ზრდის ასევე კლების მიმართულებით);
დეტალური ინფორმაცია და სფეციფიკაციები მოცემულია დანართი #1-ში.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პრეტენდენტმა, საბაზისო მონაცემების ნუსხით (ს.მ.ნ. - დანართი), ტენდერში მონაწილეთათვის ინსტრუქციით (ი.ტ.მ. - დანართი) და ფასების ცხრილის (დანართი#2) შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე სატენდერო შემოთავაზება დედნების სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა. .
შემოთავაზების წარმოდგენის წესი და ვადები:
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
- პრეტენდენტის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია;
- ტენდერის დასახელება: სს „ქართუ ბანკი“ - თელავის სერვისცენტრისთვის გათბობა-გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების შესყიდვა
- პრეტენდენტმა კომპანიამ ოფიციალური შეთავაზება ბანკს უნდა წარმოუდგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 17 ივლისისა.
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე:
საორგანიზაციო საკითხებზე:
ირაკლი შენგელაია, მობილური ნომერი: (+995) 595 331 604, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (464);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge
მარიამ ლეჟავა, მობილური ნომერი: (+995) 591218000, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (600);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge
ტექნიკურ საკითხებზე:
ირაკლი გვაძაბია, მობილური ნომერი: (+995) 599 963 280, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (165);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge
საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- არანაკლებ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი;
- ფინანსური ბრუნვის ამონაწერი, არანაკლებ 2 წლის პერიოდზე;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- ინფორმაცია მსგავსი ობიექტების პროექტების რეალიზაციის შესახებ.
- სრულად შევსებული Excel-ის ფაილი - დანართი #2;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაპრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
- შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართებში მითითებულ მოცულობებს და ტექნიკურ მოთხოვნებს;
- წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს იტმ-სა და სმნ-ის მოთხოვნების შესაბამისად.
დამატებითი მოთხოვნები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- პრეტენდენტებმა დანართი #2-ის შესაბამის ველში უნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი, მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს დანართებში მითითებული მასალების შესაბამისი ნიმუშები.
- ტენდერში მონაწილე კომპანიებს ტენდერის დასრულებიდან (მოთხოვნის შემთხვევაში), 1 თვის განმავლობაში შეუძლიათ მოითხოვონ წარმოდგენილი ნიმუშების უკან დაბრუნება, კერძოდ მოახდინონ გატანა მიწოდების მისამართიდან.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან 1 თვის განმავლობაში შეუძლია მოითხოვოს წარმოდგენილი ნიმუშების უკან დაბრუნება, კერძოდ მოახდინოს გატანა მიწოდების მისამართიდან.
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში - კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.
შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.cartubank.ge/index.php?m=464
ტენდერის კატეგორია:
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები