
25 ივლისი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT27233 - ტენდერი ბჟუჟა ჰესის სათავე და სადაწნეო ნაგებობებზე ოთახების რემონტის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 ივლისი 2025 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ბჟუჟა ჰესის სათავე და სადაწნეო ნაგებობებზე ოთახების რემონტის შესყიდვაზე.
#17/07-GIEC-Hydro/Refurbish-BZH-25
მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
- ლოტი N1 - შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული ბჟუჟა ჰესის სათავე ნაგებობის სამორიგეო ოთახში შესასრულებელი სარემონტო სამუშაოები (დანართი 1);
- ლოტი N2 - შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ ბჟუჟა ჰესის სადაწნეო აუზზე სამორიგეო ოთახში შესასრულებელი სარემონტო სამუშაოები (დანართი 2).
მისამართი:
ბჟუჟა-ჰესი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. გომი.
სამუშაოების შესრულების საორიენტაციო ვადა:
2025 წლის აგვისტო
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).
აუცილებელი პირობები:
- აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
- შემსრულებელი უნდა იყოს აღჭურვილი მითითებული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ყველა სპეც. ტექნიკით;
- გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება ობიექტის დათვალიერება და სამუშაოების ზუსტი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა შესათანხმებლად დამკვეთისთვის.
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება “ ბჟუჟა ჰესი - ოთახების რემონტი“, ნომერი - #17/07-GIEC-Hydro/Refurbish-BZH-25, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის, 25 ივლისი, 17:00 სთ.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: თამარა დვალიშვილი; ტელ: 599-09-99-91.
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
თენგიზ გოგელია - ჰესის უფროსი
ტელ.: 599-21-19-09.
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება