
31 ივლისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T27242 - ტენდერი პრივილეგირებული წვდომის მართვის(PAM) პროგრამული უზრუნველყოფის 1 წლიანი ლიცენზიის განახლებაზე
- გამომცხადებელი: სს ჰეშ ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 18 ივლისი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 31 ივლისი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ჰეშ ბანკი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს პრივილეგირებული წვდომის მართვის(PAM) პროგრამული უზრუნველყოფის 1 წლიანი ლიცენზიის განახლებაზე.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის საშუალებით.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარმოსადგენად.
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა
- ტენდერის გამოცხადება: 17 ივლისი 2025 წელი
- ტენდერის დასრულება: 31 ივლისი 2025 წელი
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
ტენდერით შესასყიდი პროდუქტის/მომსახურების ტექნიკური მახასიათებლები:
PAM – 1 წლიანი ლიცენზიის განახლების შესყიდვა
პროდუქტის კოდი | პროდუქტის დასახელება | რაოდენობა |
FPAM-150 -Sbscr-1Ystand |
Fudo PAM 150 servers Subscription with support Standard 1Y |
150 |
მოთხოვნები მომწოდებელ კომპანიის მიმართ და წარმოსადგენი დოკუმნეტების ჩამონათვალი:
- მომწოდებელი კომპანია უნდა იყოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის ოფიციალური პარტნიორი და უნდა წარმოადგინოს ავტორიზაციის ფორმა ამ კონკრეტული შესყიდვისთვის (MAF);
- დანართი #1- კომპანიის რეკვიზიტები;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება/ფასთა ცხრილი დანართი #2 სახით, PDF ფორმატში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ასევე ექსელის ფაილის სახით
- მომწოდებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს დანერგილი მინიმუმ 1 ანალოგიური პროექტი. ფაქტის დასადასტურებლად გთხოვთ წარმოადგინოთ გაფორმებული ხელშეკრულება ან სხვა დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
- პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #3-ის სახით წარმოდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, ხელშეკრულება არის შაბლონური სახის და დაკორექტირდება პრეტენდენტან ინდივიდუალურად და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფასები ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
კონფიდენციალურობა
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 31 ივლისის 18:00 საათისა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 31 ივლისის 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ტენდერთან დაკავშირებით - diana.kadaria@hashbank.ge, ტექნიკური საკითხებთან დაკავაშირებით - irakli.dalakishvili@hashbank.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 551 677467, +995 557 713 352
ტენდერის კატეგორია:
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები