ჩაბარების ვადა:
27 ივლისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2727 - ტენდერი ვოლვოს წარმოების ექსკავატორის ძრავის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „გლობალ ტრანსი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების: ვოლვოს წარმოების ექსკავატორის ძრავის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე #11/04-GLT-S/ER-17
მომსახურების აღწერა:
ექსკავატორი VOLVO – EC290 BLC (ვინ კოდი: UCEC290BH00018862) ძრავის კაპიტალური რემონტი შემსრულებლის მასალით;
- ძრავი – DEUTZ.
შპს „გლობალ ტრანსი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე: თეთრიწყაროს რაიონი სოფ. დურნუკი ძრავის მდგომარეობის შესასწავლად.
სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში, წარმოდგენილი დეტალურად ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვის სახით, სადაც შესული უნდა იყოს ნაწილების ჩამონათვალი;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესაზებ;
- საგარანტიო ვადა წარმოდგენილი უნდა იყოს ექსკავატორის მუშა საათებით; - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გოგი გიორგაძე; საკონტაქტო ნომერი: 599 20 37 77
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 27.07.2017, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 43200000 მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები