
4 აგვისტო 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT27284 - ტენდერი ავტოგასამართ სადგურებზე საინფორმაციო ფასმაჩვენებლების დემონტაჟის/რემონტის/მონტაჟის მომსახურების შეყიდვაზე
- გამომცხადებელი: შპს ლუკოილ-ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 4 აგვისტო 2025 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ღია ტენდერს შემდეგი სამუშაოების შესრულებაზე:
ტენდერის საგანი:
- ლოტი №2 — საინფორმაციო ფასების სტელების დემონტაჟი/რემონტი და მონტაჟი შპს „ლუკოილ-ჯორჯია“-ს АЗС-ზე.
სამუშაოები უნდა შესრულდეს გამოცდილ კომპანიას მიერ, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ნებართვები.
სამუშაოების შესრულების ვადა: ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 50 (ორმოცდაათი) კალენდარული დღე.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა: ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
ტენდერის ფორმა: ღია ტენდერი.
II. მონაწილეობის პირობები
ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს:
- ინფორმაცია კომპანიის (მონაწილის) შესახებ:
- სრული დასახელება;
- იურიდიული და ფაქტიური მისამართები;
- საკონტაქტო ტელეფონები, ელ-ფოსტა;
- ხელმძღვანელის(ების) მონაცემები;
- საბანკო რეკვიზიტები;
- ანალოგიური მომსახურების გამოცდილება;
- დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსგავსი სამუშაოების შესრულების უფლებას. - საკვალიფიკაციო დოკუმენტები:
- ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმე იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- ცნობა ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის არქონის შესახებ;
- ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არქონის შესახებ;
- ინსტრუქცია მონაწილის მიერ ხელმოწერილი. - კომერციული წინადადება:
- რომელიც მოიცავს თითოეულ ლოტზე სამუშაოებისა და მასალების სრულ ღირებულებას;
- ლოტი №2 — ლარებში, დღგ-ს გარეშე;
- ყველა გადასახადი იხდება მონაწილეს მიერ.
III. განაცხადების წარდგენისა და ტენდერის ჩატარების პროცედურა
- განაცხადები წარდგენილ უნდა იქნას დალუქულ კონვერტებში 2025 წლის 4 აგვისტოს 17:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩა, შპს „ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- კონვერტი უნდა იყოს ხელმოწერილი და გაფორმებული მონაწილეთა ინსტრუქციის პუნქტი 12.3-ის შესაბამისად.
- გახსნის პროცესზე დასაშვებია მაქსიმუმ 2 წარმომადგენელი თითოეული კომპანიისგან.
- კონვერტების გახსნა და ტორღი გაიმართება 2025 წლის 11 აგვისტოს, 17:00 საათზე, აღნიშნულ მისამართზე.
IV. განსაკუთრებული პირობები
- გამარჯვებული განისაზღვრება შეთავაზებების სრულყოფილებისა და შესაბამისობის მიხედვით.
- ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ.
- არასწორი ან არასრული მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირდება.
- შემკვეთი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები.
- შემკვეთი არ ანაზღაურებს მონაწილეთა ხარჯებს ტენდერის პროცესში.
- შემკვეთი არ არის ვალდებული დადოს ხელშეკრულება რომელიმე მონაწილესთან და ახსნას გადაწყვეტილება.
V. შემკვეთის საკონტაქტო მონაცემები
შპს „ლუკოილ-ჯორჯია“
მისამართი: საქართველო, თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო №11
ტელ.:+995(32)238-99-92
ელ-ფოსტა: infogeorgia@eu.lukoil.com
VI. შენიშვნები
ტექნიკური დავალება და ცხრილები მისამართებითა და სტელების მახასიათებლებით თანდართულია ცალკე ფაილებად (დანართები).
დოკუმენტაცია შედგენილია ქართულ და რუსულ ენებზე. განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ტექსტს.
გამოქვეყნების თარიღი: 2025 წელი
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები