ჩაბარების ვადა:
3 აგვისტო 2017, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT2734 - ტენდერი ზამთრის სპეც. ტანსაცმლისა და სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ზამთრის სპეც. ტანსაცმლისა და სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვაზე 21/07-NEO-P/UNI-17.
ტენდერი იყოფა ორ ლოტად:
- ლოტი N1 - ზამთრის სამსახურეობრივი სპეც. ტანსაცმლის შესყიდვა თანდართული ესკიზებისა და სპეციფიკაციის მიხედვით;
- ლოტი N2 - ზამთრის სამსახურეობრივი სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვა თანდართული სპეციფიკაციის მიხედვით.
დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:
- სპეც. ტანსაცმლის ესკიზები;
- სპეც. ტანსაცმლის ტექნიკური სპეციფიკაცია;
- შპს ნეოგაზის ლოგო;
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართების სახით თითოეული ლოტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
1. წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე - 11 კმ. - შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები;
1. შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან.
2. ნიმუშის ფასით მარკირება იკრძალება; - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
სპეც. ტანსაცმელთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 3 აგვისტოს 12:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები