ჩაბარების ვადა:
1 აგვისტო 2017, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT2740 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის: სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე 25/07-GIG-P/COMP-17
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- შესასყიდი ტექნიკის დასახელება, და შესაბამისი რაოდენობები, გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.
- პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს დამკვეთის მიერ შემდგომში მითითებულ მისამართზე თბილისის მასშტაბით.
- პროდუქციის მიწოდება დამკვეთის მისამართზე უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2017 წლის 20 აგვისტოსი.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი სრულად შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო პირობები;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
- კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად: გიორგი წიტაიშვილი. საკონტაქტო ნომერი: 577 50 38 28;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 1 აგვისტოს 15:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები