10 აგვისტო 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2746 - ტენდერი ელ.პერსონალის საკვალიფიკაციო სწავლებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს“მინა“ დაგეგმილი აქვს ელ.პერსონალის საკვალიფიკაციო სწავლება ტენდერის ჩატარების გზით.
მოთხოვნები :
სწავლების თემები:
- ტექნიკური ექსპლოატაციის წესები
- ელექტრო უსაფრთხოების წესები.
- ხანძარ-უსაფრთხოების წესები
- რეანიმაციის ილეთები.
სწავლების შემდეგ უნდა ჩატარდეს ტესტირება;
კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლოა დაემატოს მოთხოვნა, რომელიც ეცნობება პრეტენდენტებს წერილობითი ფორმით.
სწავლებაზე დამსწრე პერსონალის რაოდენობა დაახლოებით 40 ადამიანი;
განყოფილებები: ელექტრო უბანი, ავტომატიკის უბანი და საკომპრესორო საამქრო.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) 2017 წლის 10 აგვისტომდე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ორგანიზაციის/ კომპანიის სრული დასახელება
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- საკონტაქტო პირის მონაცემები ( სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)
- საბანკო რეკვიზიტები
- საქმიანობის მოკლე ისტორია.
- მომსახურების ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე.
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
განიხილება მხოლოდ 10 აგვისტოს ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვს წარმოდგენილი ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები.
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე : aalaverdashvili@mina.com.ge
სწავლებასთან დაკავშირებულ ინფორამციაზე მოგვწერეთ: mzubashvili@mina.com.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 80500000 სატრენინგო მომსახურებები