12 სექტემბერი 2025, 23:59
სტატუსი:
შეფასება
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T27480 - ტენდერი პრინტერების შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 1 აგვისტო 2025 დრო 13:30
 - წინადადების მიღება მთავრდება: 12 სექტემბერი 2025 დრო 23:59
 
ტენდერის აღწერილობა:
სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს პრინტერების შესყიდვაზე.
რაოდენობა - 7
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
 - ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
 - ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
 - ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების ჯამური ფასი;
 - ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის პრეზენტაციის და ე.წ. „datasheet“ ფაილები;
 - სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში;
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
 
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
 - საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
 - გადაწყვეტილების მახასიათებლები (ივსება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში) (დანართი 3)
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller)იმის დასტურად რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები;
 - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
 - წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში დავალებათა აღწერილობა
 - შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი 3-ში.
 
სატენდერო მოთხოვნები
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდაიყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;
პრეტენდენტმა MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პარტნიორობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც - ასეთის არსებობსი შემთხვევაში.
წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 12 სექტემბერი, 23:59 საათი
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
 
თანდართული დოკუმენტაცია
- დანართი 1: ფასების ცხრილი
 - დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები
 - დანართი 3: გადაწყვეტილების მახასიათებლები (ივსება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში)
 
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
 
მოგესალმებით, თქვენს მიერ მოთხოვნილი ფერადი პრინტერის ,canon mf 754 cdw ნაცვლად შემიძლია გამოგიგზავნოთ ალტერნატიული პრინტერები, რომლის მომსახურებაც კარტრიჯების კუთხით შესაძლებელი იქნება და დაიმუხტება. აღნიშნული პრინტერის კარტრიჯზე მომსახურება ხარისხიანად არ მუშაობს,(ხშირად მოგიწევთ ახალი კარტრიჯების შესყიდვა) შემიძლია მოგაწოდოთ hp color m 479 fdw რაც გაცილებით გააიაფებს ამონაბეჭდის ფასს.