15 აგვისტო 2025, 18:00
სტატუსი:
შეფასება
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T27487 - ტენდერი  9 ერთეული სატვირთო და 17 ერთეული ელექტროავტომობილის შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: ვიან-ლოჯისტიკა
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: USD
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 2 აგვისტო 2025 დრო 08:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 15 აგვისტო 2025 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
„შპს „ვიან ლოჯისტიკა“ და სს ვიანი აცხადებს ტენდერს 9 ერთეული სატვირთო და 17 ერთეული ელექტროავტომობილის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
17 ერთეული ელექტრო სედანი და 9 ერთეული სატვირთო ავტომობილი.
ტენდერის საგანი:
ტენდერი გამოცხადებულია შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე:
17 ერთეული სრულად ელექტრო სედანი
9 ერთეული სატვირთო ავტომობილი, რომელთაგან შესყიდვა განხორციელდება მხოლოდ ერთი ტიპის ავტომობილის (შემოთავაზებული სპეციფიკაციებიდან):
- სრული ელექტრო
 - დამუხტვადი ჰიბრიდი (Plug-in Hybrid)
 - ჰიბრიდული ძრავა
 - შიდა წვის ძრავა (ბენზინის)
 
ტექნიკური მოთხოვნები
1. ელექტრო სედანი:
- ძრავის ტიპი: 100% ელექტრო
 - მინიმალური რეალური სავალი დიაპაზონი: შემოგვთავაზოს პრეტენდენტმა
 - სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობა (DC):შემოგვტავაზოს პრეტენდენტმა
 - მგზავრების რაოდენობა: მინიმუმ 5
 - უსაფრთხოების მინ. კომპლექტაცია: ABS, მინ. 2 უსაფრთხოების ბალიში, უკანა ხედვის კამერა
 - კლიმატკონტროლი/კონდიციონერი
 - საგარანტიო ვადა: შემოგვთავაზოს პრეტენდენტმა
 - ადგილობრივი სერვისცენტრის არსებობა სავალდებულოა.
 
2. სატვირთო ავტომობილი (ყველა ვერსიისთვის მოთხოვნილი სპეციფიკაციების შესაბამისი)
ტექნიკური მოთხოვნები.
შენიშვნა: სატვირთო ავტომობილების შესყიდვა განხორციელდება მხოლოდ ერთ სპეციფიკაციაზე, რომელიც შეფასდებადა შეირჩევა ტენდერის მიმდინარეობისას. პრეტენდენს შეუძლია სურვილის შესაბამისად შეავსოს მისთვის სასურველი პოზიცია.
ვარიანტი 1 — სამაცივრე სატვირთო ავტომობილი (12–14 პალეტის ტევადობით)
- ტიპი: სამაცივრე
 - პალეტების ტევადობა: 12–14 ევროპალეტი
 - ტვირთამწეობა: 7–8 ტონა
 - გათვალისწინებული ტემპერატურული რეჟიმი: -18°C / +4°C
 - ლიფტი: აუცილებელია
 - კლიმატური მართვის ავტომატიზაცია
 - დამხმარე აკუმულატორის სისტემა რეფრიჟერატორისთვის
 
ვარიანტი 2 — არასამაცივრე სატვირთო ავტომობილი (14–18 პალეტის ტევადობით)
- ტიპი: არა-სამაცივრე (დამახურული კორპუსი)
 - პალეტების ტევადობა: 14–18 ევროპალეტი
 - ტვირთამწეობა: 10–15 ტონა
 - ლიფტი: აუცილებელია
 - გადახურვა: მყარი კორპუსი
 - ჩატვირთვის უკანა ან გვერდითი წვდომა
 
ვარიანტი 3 — მიკროავტობუსი (სამაცივრე)
- ტიპი: სამაცივრე მიკროავტობუსი
 - ტვირთამწეობა: 3.5 ტონა
 - ტემპერატურული რეჟიმი: -18°C / +4°C
 - მექანიკური ან ავტომატური კლიმატ-კონტროლი ტვირთის ზონაში
 
ვარიანტი 4 — მიკროავტობუსი (არა-სამაცივრე)
- ტიპი: მიკროავტობუსი (საყარაულო კორპუსით)
 - ტვირთამწეობა: 3.5 ტონა
 
გარდა ზემოთხსენებული სპეციფიკაციების, ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულოა:
- საგარანტიო ვადა: შემოთავაზების შესაბამისად
 - ადგილობრივი სერვისცენტრის არსებობა
 - სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობა
 - შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია და მონაცემთა ფურცელი
 
სავალდებულო დოკუმენტაცია ტენდერში მონაწილეობისათვის
მონაწილეებმა ტენდერში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- კომპანიის იურიდიული დარეგისტრირების დოკუმენტი
 - ბოლო 1 წლის ფინანსური ანგარიშგება ან ბალანსი
 - მინიმუმ ერთი ანალოგიური მიწოდების დადასტურება ბოლო 3 წლის განმავლობაში
 - დეტალური ტექნიკური აღწერილობა
 - ტექნიკური მონაცემების ცხრილი (Datasheet)
 - ერთეული და ჯამური ღირებულება
 - მიწოდების ვადა
 - საგარანტიო პირობები
 
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 15 აგვისტო, 18:00 საათი
 - შეთავაზების ვალუტა: დოლარი
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
 
დამატებითი ინფორმაცია/კითხვები
zberoshvili@clinics.ge
571 75 71 52
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
 
დოკუმენტაცია
Are there any specific requirements for car brands and prices?