
13 აგვისტო 2025, 15:00
სტატუსი:
მიმდინარეT27496 - ტენდერი დიზელ-გენერატორის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ინდუსტრია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 13 აგვისტო 2025 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა
შპს „საქართველოს ინდუსტრია“ აცხადებს ტენდერს დიზელ-გენერატორის შესყიდვაზე #02-04/08/25-KDG.
შპს „საქართველოს ინდუსტრია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია:
დამკვეთი შესყიდვის საგნად შეარჩევს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმძლავრის გენერატორებიდან ერთ-ერთს, წინასწარ განსაზღვრული საჭიროების შესაბამისად. პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს შეთავაზება ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა ვარიანტზე:
დიზელ-გენერატორი:
- 70 კვა/56 კვტ.
- 90 კვა/72 კვტ.
- 110 კვა/88 კვტ.
დამატებითი მახასიათებლები:
- ავტომატური გაშვების სისტემით
- დახურული ტიპის (გარე მონტაჟის)
- უნდა გააჩნდეს ხმის დამხშობი მაყუჩი
მიწოდების ადგილი: ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. 88
წინადადების წარდგენის წესები:
შეთავაზება უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე, დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, 0160, პეკინის გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა.
კონვერტზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია:
ტენდერის დასახელება და ნომერი - „#02-04/08/25-KDG - ტენდერი დიზელ გენერატორის შესყიდვაზე“.
- პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
- ადრესატი: GIG ჰოლდინგის კანცელარია - (995 32) 221 01 87.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 13 აგვისტო 2025 (15:00 საათი)
საკონტაქტო პირები:
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ვასილ მაისურაძე - 551112222
დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ნათია გელაშვილი - 577756006
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები