9 აგვისტო 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2755 - ტენდერი სეიფების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სეიფების შესყიდვაზე:
- ნაცრისფერი სეიფი (მასალა: მინ. 2 მმ ლითონის ფურცელი / ზომები:50სმX35სმX35სმ)
- ნაცრისფერი სეიფი (მასალა: მინ 2 მმ ლითონის ფურცელი / ზომები: 45სმX45სმX34სმ)
- ნაცრისფერი სეიფი (მასალა: მინ 2 მმ ლითონის ფურცელი / ზომები: 45სმX35სმX30სმ)
შენიშვნა:* ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები:
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება;
- სეიფებს უნდა ჰქონდეს გასაღებიანი საკეტი;
- სეიფების ზომები არ უნდა იყოს მითითებულ ზომებზე ნაკლები;
- სეიფების მოწოდების ვადა განისაზღვრება ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 3 აგვისტოდან 2017 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის, პუნქტი #2-ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 599 790909 - ავთანდილ ჯაფარიძე
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 9 აგვისტოს, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=770&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები