17 აგვისტო 2017, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT2758 - ტენდერი ავტო ბენზინ გასამართი სადგურის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე N127/9
ტენდერის აღწერილობა:
"სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ტენდერს ავტო ბენზინ გასამართი სადგურის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე N127/9.
მომსახურების აღწერა:
- შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია-ს საიჯარო საკუთრებაში არსებული ავტო ბენზინ გასამართი სადგურის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;
მომსახურების გაწევის ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი, ქუჩა ბაგრატიონის და გენ. ა. აბაშიძის კვეთა. ს/კ 05.27.04.017 - სამუშაოების მოცულობები, გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის რაოდენობაზე; - ბოლო სამი წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების ჩამონათვალი. (კომპანი(ებ)ის, მომსახურების გაწევის პერიოდისა და ჯამური თანხის მითითებით);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ 34# ( პიქსელის შენობა 6 სართული) საკონტაქტო პირი: სოსო ქარსელაძე s.karseladze@gulf-ge.com Mob: 577 00 49 49 ოფისი 2 49 64 44/285
კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტი კომპანიის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 17 აგვისტო 13 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები