13 სექტემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT27585 - ტენდერი კომპანიების შერჩევაზე სამომავლო პარტნიორობისთვის
- გამომცხადებელი: AWARD
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 13 სექტემბერი 2025 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია „AWARD” ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.
მიზანი:
ვიწვევთ კომპანიებს სამომავლო პარტნიორობისთვის შემდეგ მიმართულებებში:
- გზებისა და მოედნების მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები.
 - ხიდებისა და სატრანსპორტო გადასასვლელების მშენებლობა.
 - გვირაბების მოწყობა და ინჟინერული კომუნიკაციების ჩაშენება.
 - მიწისქვეშა კომუნიკაციები (წყალი, კანალიზაცია, სანიაღვრე, ელექტრო და საკომუნიკაციო ქსელები)
 - სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.
 - ელექტრომონტაჟი და გარე განათება.
 - ბეტონის, მეტალისა და ხის კონსტრუქციები.
 - მოპირკეთება (ქვა, კერამიკა, გრანიტი, მარმარილო და სხვა).
 - ლანდშაფტური და გამწვანების სამუშაოები.
 - საპარკე ფურნიტურის წარმოება და მონტაჟი (სკამები, ურნები, ატრაქციონები, განათების ბოძები).
 - რესტავრაცია და სპეციალური სარემონტო სამუშაოები.
 - სპორტული მოედნებისა და ატრაქციონების მონტაჟი.
 - დეკორატიული და მცირე არქიტექტურული ფორმების დამზადება და მონტაჟი.
 - ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობა.
 
მოთხოვნები:
- იურიდიული რეგისტრაცია.
 - შესრულებული პროექტების გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო დამწყებთათვის).
 - ტექნიკური რესურსებისა და სამუშაო ჯგუფის შესაძლებლობები.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეთ:
- კომპანიის სახელი და საკონტაქტო პირი.
 - სასურველი სამუშაო მიმართულებები.
 - გამოცდილებისა და შესრულებული პროექტების მოკლე აღწერა.
 - სასურველი ქალაქი ან რეგიონი, სადაც კომპანია სთავაზობს მომსახურებას.
 
წინადადების მიღების საბოლოო ვადა: 13 სექტემბერი, 2025
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
 - 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები
 - 37500000 თამაშები და სათამაშოები; ატრაქციონები
 - 39100000 ავეჯი
 - 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
 - 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
 - 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
 - 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
 - 77300000 მებაღჩეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
 
რომელ საათამდეა ხაზზე კონსულტანტი?
მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის ვაკანსიაზე შემდეგ გამოცხადდება ტენდერი თუ გყავთ უკვე შტატში თანამშრომელი?