ჩაბარების ვადა:

14 აგვისტო 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2761 - ტენდერი დიზელ გენერატორის და თანმდევი სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს დიზელ გენერატორის და თანმდევი სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე.

ტენდერი ჩატარდება 1 ლოტად

  • ტენდერი დიზელ გენერატორის და თანმდევი სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მოწოდების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება პროდუქციის და მომსახურების მოწოდებაზე.

შესასყიდი დიზელ გენერატორის ტექნიკური მახასიათებლები და მოთხონები იხ. დანართ#1-ში.

სავალდებულოა დანართი #1 შევსება.

შესასყიდი გენერატორის სამონტაჟო სამუშაოები და ქსელის მოწყობა უნდა მოხდეს წარმოდგენილი თანდართული ფაილების მიხედვით. გენერატორის მოწოდება და მონატაჟი უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3, ბანკის სათაო ოფისის უკან მიმდებარე ტერიტორია.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასების ცხრილი(გენერატორის და სამონტაჟო სამუშაოების განცალკევებულად), სადაც დეტალურად უნდა იქნას აღწერილი საქონლის ძირითადი მახასიათებლები (მწარმოებლის ან/და საფირმო ნიშნის და კონკრეტული მოდელის მითითებით) , რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ მოთხოვნებს
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი(შესაბამის სფეროში)
  • განხორციელებული პროექტები ჩამონათვალი.
  • მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი(ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
  • საბანკო ამონაწერი ან ბანკთან შედარების აქტი ბრუნვების შესახებ (ბოლო 6 თვის);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);

აუცილებელი პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3 

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი დიზელ გენერატორის და თანმდევი სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე“
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის, 14 აგვისტო (18:00 საათამდე). ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლაშა ჭანტურიძეს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge ან მობილურზე: 595110174, ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით გიორგი იმერლიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: george.imerlishvili@terabank.ge ან მობილურზე: 577999222

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დოკუმენტაცია