ჩაბარების ვადა:

29 აგვისტო 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T27646 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-ს სასაწყობე ფართის მიმდებარე ტერიტორიიდან ნარჩენების გატანაზე

  • გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 21 აგვისტო 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 29 აგვისტო 2025 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი“-ს სასაწყობე ფართის მიმდებარე ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა თანდართული ფოტომასალის (ფოტო 1, ფოტო 2, ფოტო 3, ფოტო 4, ფოტო 5, ფოტო 6) და ფასების ცხრილის (დანართი #1) მიხედვით.

2.პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 

კომპანიის მიმოხილვა:

შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს მინიმუმ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი ექნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა; შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ(ებ)ის სერტიფიკატ(ებ)ი:

შენიშვნა: თუ შემსრულებელს 20-მდე დასაქმებული ყავს ან შემსრულებელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, თვითონ დამსაქმებელს/ფიზიკურ პირს შეუძლია იყოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, 20-100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში მინიმუმ 1 დასაქმებული უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, 100-ზე დასაქმებულის შემთხვევაში კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამსახური/სტრუქტურული ერთეული, სადაც დასაქმებული ეყოლება მინიმუმ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი; თუ შემსრულებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შემსრულებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები;

ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი;შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ელექტროდანადგარებზე მომუშავე თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;

სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩამტარებელმა დამსაქმებელმა უნდა წარმოადგინოსდასაქმებულთა უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევის დოკუმენტი;

  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
  • რეკომენდაციები - მინიმუმ სამი;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • ომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე;
  • შევსებული სატენდერო წინადადება საპროექტო დოკუმენტაციის და ფასების ცხრილის მიხედვით;
  • მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
  • კომპანიის 2023-2024 წლების ფინანსური ბრუნვა, წარმოდგენილი პასუხისგებელი პირის მიერდამოწმებული საბანკო ამონაწერის (არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის ბრუნვა);
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები; 

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
  • მომსახურება უნდა შესრულდებს სამუშაო დროს, ორშაბათი-პარასკევი, არაუგვიანეს 18:00 სთ.-ისა

3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია

5. ზოგადი პირობები

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი დაბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროებისშემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას 

6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის

პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 29 აგვისტო, 17:00 საათი

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 29 აგვისტო 17:00 საათი. 
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, მობ: 595 901 200, ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად საკონტაქტო პირია ქონების მართვის ჯგუფის უფროსი თორნიკე ხაზალაშვილი: მობ: 591516066, ელ-ფოსტა: Tornike.Khazalashvili@lb.ge

დამატებითი პირობები!

ენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს ფართის და მიმდებარე ტერიტორიის გენერალური დალაგება/დასუფთავება/მოსწორება. 

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები