
ჩაბარების ვადა:
29 აგვისტო 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T27686 - ტენდერი ფილიალებში (თბილისისა და რეგიონების მასშტაბით) შშმ პირებისთვის ტაქტილური ბილიკების შესყიდვა/მოწყობის მომსახურებაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 23 აგვისტო 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 29 აგვისტო 2025 დრო 17:00
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის შესარჩევ ტენდერს ფილიალებში (თბილისისა და რეგიონების მასშტაბით) შშმ პირებისთვის ტაქტილური ბილიკების შესყიდვა/მოწყობის მომსახურების განხორციელების მიზნით.
ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის შესახებ ინფორმაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან):
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა და რეკომენდაციები;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერში შერჩეულ კომპანიასთან თანამშრომლობის მიზნით შესაბამის მომსახურებაზე გაფორმდება ხელშეკრულება (დანართი #1-ხელშეკრულების შაბლონი);
- კომპანიის პირველადი შერჩევა მოხდება მსგავსი მომსახურების გამოცდილების, კვალიფიკაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად, რის შემდეგაც ჩატარდება მეორე ტური, სადაც განისაზღვრება ერთეულის ფასები.
- წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 29 აგვისტო 17:00 საათი.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 29 აგვისტო, 17:00 საათი. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge მობ: 595901200
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები