
8 სექტემბერი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT27689 - ტენდერი ყვიბისის #39, 143, 144 და 153-ე ჭაბურღილების ექსპლუატაციის პროექტირებაზე
- გამომცხადებელი: აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 8 სექტემბერი 2025 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
„აიდიეს ბორჯომი საქართველო“ აცხადებს ტენდერს ყვიბისის წყაროს ანგარიშის და #39, 143, 144 და 153-ე ჭაბურღილების ექსპლუატაციის პროექტირებაზე:
- ზანავის უბნის ##39, 143 და 144 ჭაბურღილების რაციონალური ექსპლუატაციის ტექნოლოგიური სქემის პროექტის შედგენა 2025 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით“.
- ვარდგინეთის (ზანავის) #153 ჭაბურღილის სანიტარული დაცვის ზონის პროექტის შედგენა 2025 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით.
- ვარდგინეთის (ზანავის) #153 ჭაბურღილის რაციონალური ექსპლუატაციის ტექნოლოგიური სქემის პროექტის შედგენა 2025 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით.
- ინფორმაცია ზანავის უბნის მინერალური წყლის ##39, 143 და 144 ჭაბურღილების ადგილწარმოშობაზე (ორი ტომი: ტომი 1 - ძირითადი ტექსტი; ტომი 2 - დანართები;)
დეტალური ინფორმაცია & ტექნიკური დავალება იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.
პროექტებით გათვალისწინებული უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები:
პროექტები შედგენილი უნდა იყოს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიასდაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრისადა დამტკიცების წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №161 დადგენილების (26.03.2019 წ.), „საქართველოს კანონი კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონებისშესახებ“ (20.03.1998 წ.) და სხვა მოქმედი კანონმდებლობების შესაბამისად;
სამუშაოები ითვალისწინებს პროექტების მომზადებასა და წარდგენას დამკვეთისადმი დამისი შეთანხმების პროცესის თანხლებას შესაბამის სახელმწიფო უწყებებში;
ტენდერში მონაწილე კომპანიებს უნდა გააჩნდეთ მინერალური და მტკნარი მიწისქვეშა წყლის საბადოების სანიტარიული დაცვის ზონებისა და რაციონალური ექსპლუატაციის ტექნოლოგიური სქემების პროექტების შედგენის და სახელმწიფო სტრუქტურებში მათიშეთანხმების გამოცდილება;
სამუშაოს შესრულებისა და ჩაბარების ვადაა 6 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ სატენდერო წინადადებები 2025 წლის 8 სექტემბრის 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: ggogiberidze@borjomi.comlgvazava@borjomi.com
კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:
- რეკვიზიტები;
- შესასრულებელი სამუშაოს ფასი;
- ინფორმაცია კონკურსანტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
- დავალების შესრულების ვადა;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები