
ჩაბარების ვადა:
8 სექტემბერი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT27690 - ტენდერი ყვიბისის მიწისქვეშა მტკნარი წყლის წყარო #1 საექსპლუატაციო მარაგების ანგარიშის მომზადებაზე
- გამომცხადებელი: აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 8 სექტემბერი 2025 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველო აცხადებს ტენდერს: ყვიბისის მიწისქვეშა მტკნარი წყლის წყარო #1 საექსპლუატაციო მარაგების ანგარიშის მომზადებაზე 2025 წლის 01 სექტემბრის მდგომარეობით.
პროექტებით გათვალისწინებული უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები:
- შესავალი;
- ზოგადი ცნობები საკვლევი რაიონის შესახებ;
- ყვიბისის საბადოს რაიონის გეოლოგიური აგებულება და ჰიდროგეოლოგიური პირობები;
- ყვიბისის საბადოს გეოლოგიური აგებულება და ჰიდროგეოლოგიური პირობები;
- ყვიბისის მტკნარი წყლის საბადოსა და წყალამღების დახასიათება;
- ყვიბისის მიწისქვეშა მტკნარი წყლის საბადოს რესურსების ფორმირების მოდელი;
- ყვიბისის მიწისქვეშა მტკნარი წყლის საბადოს #1 წყაროს საექსპლუატაციო მარაგების გადაფასება;
- რეკომენდაციები ყვიბისის საბადოს ექსპლუატაციისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ;
- დასკვნა
- ნახაზები, ცხრილები და ტექსტური დანართები;
- წარმოდგენილი ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს
სამუშაოს ჩაბარების ვადაა 2025 წლის 15 ოქტომბერი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ სატენდერო წინადადებები 2025 წლის 8 სექტემბრის 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: ggogiberidze@borjomi.com lgvazava@borjomi.com
კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:
- რეკვიზიტები;
- შესასრულებელი სამუშაოს ფასი;
- ინფორმაცია კონკურსანტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
- დავალების შესრულების ვადა;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები