ჩაბარების ვადა:

9 სექტემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T27705 - ტენდერი მოტორული და სენსორული უნარების განვითარების ხელშემწყობი ინვენტარის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 9 სექტემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR)  აცხადებს ტენდერს მოტორული და სენსორული უნარების განვითარების ხელშემწყობის ინვენტარის შესყიდვაზე.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს 2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:

https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/

https://georgia.charita.cz/

უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი ჩეხეთის რესპუბლიკისკარიტასისაქართველოში (CCRG), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებსპროექტს ადრეული განვითარებისა და ინკლუზიური განათლების სერვისების გაუმჯობესება სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის საქართველოშირომლის ფარგლებშიც დაგეგმილია წინამდებარე შესყიდვის განხორციელება

CCRG იწვევს დაინტერესებულ მხარეებს აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. ინვენტარის დეტალური სპეციფიკაცია მოცემულია წინამდებარე განცხადების შესაბამის დანართში

განმცხადებლის მიერ შესავსები ფორმები: 

  • დანართი 1. განაცხადის ფორმა;
  • დანართი 2. შემოთავაზება;
  • დანართი 3. ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა;

დამატებითი/გასაცნობი დოკუმენტაცია:

  • დანართი 4: ინვენტარის ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • დანართი 5: ხელშეკრულების ნიმუში

ინვენტარის მოწოდების ადგილები: თბილისი, ჭიათურა, გარდაბანი, რუსთავი, დუშეთი, ნატახტარი 

ინვენტარის მოწოდებისა და ინსტალაციის ვადა: 2025 წლის 30 ოქტომბერი 

გარემოსდაცვითი პოლიტიკა: CCR იცავს გარემოსდაცვით პრინციპებს - „ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება“ და ასევე, მოუწოდებს მის ქვე-კონტრაქტორებს, დაიცვან ეს პოლიტიკა, რათა შეამცირონ მათი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და მასშტაბები.

განაცხადის გაკეთების პროცედურები

სატენდერო წინადადება - სავალდებულო/წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • განაცხადის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი ბეჭდით (PDF ფორმატში);
  • შემოთავაზება - შევსებული და ხელმოწერილი ბეჭდით (PDF ფორმატში);
  • დანართი N3 - ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა, შევსებული და ხელმოწერილიბეჭდით (PDF ფორმატში);
  • ამონაწერი საჯარო ან გადამხდელთა რეესტრიდან;
  • ინვენტარის ტექნიკური მახასიათებლები (დოკუმენტაცია, ხარისხის სერტიფიკატები ა.შ.). 

შენიშვნა: განაცხადები მიიღება, როგორც მთლიან ინვენტარზე, ასევე ცალკეულ პოზიციებზე

განაცხადის გაკეთების ვადა და შერჩევის პროცედურა:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 9 სექტემბერი, 18:00 საათი (საქართველოს დროით).

  • წინადადება უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, ელ. ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz
  • გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს მოეთხოვებათ ელექტრონულად წარმოდგენილიდოკუმენტაციის ფიზიკურად მოწოდება;
  •  არასრული (დოკუმენტაციის თვალსაზრისით) განაცხადები არ განიხილება

წინადადების შეფასების კრიტერიუმები:

  • წინადადების ღირებულება - 35%
  • ინვენტარის ხარისხი და შესაბამისობა დამკვეთის მოთხოვნებთან - 25%
  • Შემსრულებლის გამოცდილება - 10 %
  • ინვენტარის მოწოდების ვადები - 30

შენიშვნა:

  • CCRG არ უპასუხებს სატელეფონო ზარებს ტენდერის შესახებ.
  • განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. შერჩეული აპლიკანტები ინტერვიუზე მოიწვევიანტენდერის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში. 
  • CCRG იტოვებს უფლებას არ უპასუხოს აპლიკანტებს, რომლებიც არ იქნებიან ინტერვიუზემოწვეულნი.
  • CCRG იტოვებს უფლებას ტენდერის დახურვის შემდგომ, შემოსული წინადადებების განხილვის პროცესში, პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე, დააკორექტიროს ინვენტარის ჩამონათვალი და რაოდენობა. 

ტენდერის კატეგორია:

  • 37300000 მუსიკალური ინსტრუმენტები და ნაწილები
  • 37400000 სპორტული საქონელი და აღჭურვილობა (ინვენტარი)
  • 37500000 თამაშები და სათამაშოები; ატრაქციონები
  • 39100000 ავეჯი
  • 39500000 ქსოვილის ნივთები
შეკითხვები