ჩაბარების ვადა:

4 სექტემბერი 2025, 19:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T27708 - ტენდერი დიზელის გენერატორის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ევექსი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 27 აგვისტო 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 4 სექტემბერი 2025 დრო 19:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ევექსი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს ლიფტის შესყიდვაზე. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ერთჯერადი ნასყიდობის ხელშეკრულება.

1. ­­შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 04 სექტემბერი 19:00 საათამდე.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
    - ტენდერის გამოცხადება: 25 აგვისტო  202
    - სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება: 
    04 სექტემბერი 2025
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
  • ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინასური ასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.
  • შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 
  • ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს შეკვეთა ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან.
  • იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, შემსყიდველი უფლებამოსილია გაუქმოს შეკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ კომპანიასთან საჯარიმო სანქციების გარეშე შემსყიდველის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გაუქმოს ტენდერი.
  • სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, შემსყიდველის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან.

ტენდერით შესასყიდი მომსახურების/საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:

ლიფტი - 1 ერთეული 

ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს წინადადება, ახალი ლიფტის შესყიდვაზე. შემსყიდველი უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე შეარჩიოს მისთვის სასურველი ვარიანტი 1 ერთეულის შესყიდვაზე.

შემოთავაზებული ტექნიკური პარამეტრები და დამატებითი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს უშუალოდ მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ მახასიათებლებს, რისი შესაბამისი დოკუმენტი უნდა იქნეს წარმოდგენილი.

ლიფტის მოწოდების პარალელურად მომწოდებელმა უნდა უზურნველყოს ლიფტის მონტაჟი, მონტაჟისთვის დამხმარე საჭირო მასალები, ექსპლუატაციაში გაშვება და ლიცენზიის მიღება. მონტაჟისა და ლიფტის გამართული მუშაობისთვის ყველა საჭირო მასალის ჩამონათვალი, განსათავსებელ სივრცესთან დაკავშირებული რეკომენდაცია წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული შემსყიდველთან.

ნახაზები წარმოდგენილია დანართი #3 - ის სახით.

ზოგადი მოთხოვნების აღწერა:

ü ლიფტი უნდა მოემსახუროს 3 სართულს, მინიმუმ 6 მგზავრს;

ü ლიფტის კაბინის შიდა ინტერიერის დიზაინი წარმოდგენილი უნდა იყოს შემოთავაზებაში და მოთხოვნის შემთხვევაში უნდა ადაპტირდეს დამკვეთის მოთხოვნის თანახმად;

ü ლიფტის კაბინა აღჭურვილი უნდა იყოს კონდიცირება- ვენტილაციის სისტემით;

ü შემოთავაზების შედგენამდე ტენდერში მონაწილე ადგილზე უნდა გაეცნოს ტექნიკურ საკითხებს;

ü ლიფტი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირთა მოთხოვნებზე, შესაძლებელი იყოს კაბინაში შესვლა და ექსპლუატაცია.

ü ლიფტები მოწყობილი უნდა იყოს ტექნიკური რეგლამენტის - „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების, ქვეთავი 407 - ლიფტებისრული დაცვით მათ შორისგამოძახების ღილაკების მოთხოვნები - დაცული უნდა იყოსგამოსაძახებელი ღილაკების სიმაღლის, მათი ზომის, გამოძახების რეგისტრაციაზე მიმთითებელი ხმოვანი/ვიზუალური მანიშნებლების, ლიფტის მოძრაობის მიმართულების შესაბამისი ხმოვანი ან ტექსტური შეტყობინების, სართულის აღმნიშნავის, მართვის ღილაკებისა და საავარიო ღილაკების მდებარეობის სტანდარტებიკაბინისა დალიფტის კარის მოთხოვნები - დაცული უნდა იყოს ლიფტის კაბინისა და კარის ღიობის ზომები, უსაფრთხოებისნორმებიიატაკის ზედაპირები უნდა იყოს მდგრადი, მყარი და არასრიალა;

  • ტვირთამწეობის გადაჭარბების შემთხვევაში შეუძლებელი უნდა იყოს ლიფტის მოძრაობის დაწყება;
  • ლიფტი აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის გადაჭარბების შემზღუდველით;
  • ლიფტი უზრუნველყოფილ უნდა იქნას დამოუკიდებელი ელ. ხაზით. ძირითადი ელ. ენერგიის მიწოდების შეფერხებისშემთხვევაში ლიფტს უნდა ემსახურებოდეს კლინიკაში არსებული დიზელ გენერატორი, რომელიც უზრუნველყოფს უახლოეს სართულამდე ასვლას/ჩასვლას და კარის გაღებას;
  • შეუძლებელი უნდა იყოს ლიფტის კაბინის ამოძრავება თუ ჩასასხდომი კარები არაა დაკეტილი ან კაბინას არმიუღწევია ბაქნამდე;
  • ელ. ენერგიის გათიშვის ან ლიფტის ელ. მექანიზმების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ლიფტს უნდა ჰქონდესთავისუფალი ვარდნისაგან დამცავი და ზევით-ქვევით უკონტროლო გადაადგილებისგან დამცავი მოწყობილობა;
  • ჩასასხდომი და კაბინის კარებები აღჭურვილ უნდა იქნას მოწყობილობით, რომელიც გამორიცხავს ადამიანისდაზიანებას კარების მოძრაობის პროცესში;
  • ლიფტის კაბინას უნდა ჰქონდეს სტანდარტების შესაბამისი ცეცხლმედეგობის ხარისხი. ლიფტი უნდა იყოსცეცხლმედეგი, მისი ხარისხის, საიზოლაციო თვისებების (ალის შეჩერება) და თბოგადაცემის (თბური გამოსხივების) თვალსაზრისით;
  • ლიფტი აღჭურვილი უნდა იყოს კაბინაში ავარიული შემთხვევისას დარჩენილი მგზავრების გამოყვანის (ევაკუაციის) საშუალებებით;
  • ლიფტის კაბინა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ ლიფტის ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაშიცკი უზრუნველყოფილი იყოს ვენტილაცია მგზავრებისათვის;
  • გამოყენების დროს ან ღია კარის შემთხვევაში ლიფტის კაბინა უნდა იყოს განათებული. კაბინაში აგრეთვე უნდა იყოსავარიული განათება. უწყვეტი კვების საშუალებები, განათება და ავარიული განათება უნდა ფუნქციონირებდნენჩვეულებრივი ელექტრომომარაგების გარეშეც. მათი მუშაობის პერიოდი უნდა იყოს საკმაოდ ხანგრძლივიიმისათვის, რომ შესრულდეს გათავისუფლების ჩვეულებრივი პროცედურა;
  • თუ შემოთავაზებულ ლიფტში, შესაძლებელია კაბინაში დარჩენილი მგზავრებისთვის შესაძლებელი იქნება კაბინიდანგამოსვლა სხვა პირების დახმარების გარეშე, კაბინაში განთავსებული უნდა იყოს აღნიშნული ქმედებებისშესრულების მკაფიო ინსტრუქციები;
  • ლიფტების სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმწოდებელმა უნდა ჩაატაროს ლიფტების კაბინის, ბაგირების, ამძრავი მოწყობილობების, საკიდების და სხვა მექანიზმების მდგრადობისა და გამართულობის, ასევე ვენტილაციის, სამართავი და საავარიო ღილაკების, ხმოვანი შეტყობინებების შემოწმება/ტესტი.
  • ლიფტების შემოწმება ასევე უნდა მოხდეს სხვადასხვა სცენარების გათვალისწინებით, მაგალითად: ელ. ენერგიისმიუწვდომლობა, ლიფტის ავარიული გაჩერება, გადაჭარბებული წონა ან ტემპერატურა, ავარიული მართვისშესაძლებლობა, საგანგებო სიტუაციები.
  • ლიფტის შემოწმება მოხდება დამკვეთის წარმომადგენლების თანდასწრებით,
  • შემოწმების შემდგომ უნდა მომზადდება შესაბამისი შემოწმების ოქმი,  შემოწმებული მექანიზმებისა დაგამართულობის შესახებ, რომელიც გაეცნობა გადაეცემა დამკვეთს დადასტურების მიზნით.

დამატებითი მოთხოვნა განსაზღვრულია დანართი # 1-ში.

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ: 

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში. 

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესყიდვის ფასი, ვალუტა-ლარი კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით
  • მიწოდების / მომსახურების ვადები
  • გადახდის პირობა
  • შესასყიდი ლიფტის ტექნიკური სპეციფიკაცია, ბრენდი/წარმოშობის ქვეყანა
  • საგარანტიო პირობა/ვადა
  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა

სატენდერო წინადადების ფორმატი:

პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:

  • ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ- კომპანიის ზოგადი აღწერა, საიდენდიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ბრენდების ჩამონათვალი, რომელსაც წარმოადგენს კომპანია. პარტნიორების და კლიენტების ჩამონათვალი;
  • გამოცდილება:
  • კლიენტების ჩამონათვალი: ბოლო 5 წლის მანძილზე მიწოდებული საქონლის და კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (დასრულებული და მიმდინარე), სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3, შემოთავაზებული მსგავსი ლიფტის მიწოდების თაობაზე);
  • შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორები (არსებობის შემთხვევაში)- კომპანიის დასახელება და ინფორმაცია, სამუშაო მოცულობა/აღწერა რომელისაც ქვე-კონტრაქტორი შეასრულებს;
  • კომერციული წინდადება: ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას , დამატებითი ღირებულების ჩათვლით, ფასი უნდა შეიცავდეს ტრანსპორტირების, დამხმარე ყველანაირი მასალისა და მომსახურების ფასს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების ჩათვლით.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #2-ის სახით;

     

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემო დოკუმენტაცია დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე

  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი მსგავსი ტიპის პროექტზე; 

ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 1 სამუშაო დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -  სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

სატენდერო წინადადების წარდგენა:

სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 4 სექტემბერი, 19:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: dbichelashvili@evex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
შეკითხვები