ჩაბარების ვადა:
15 აგვისტო 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2771 - ტენდერი პლანშეტური კომპიუტერების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის: კერძოდ კომპანია Lenovo-ს პლანშეტური კომპიუტერების შესყიდვაზე 08/08-NEO-P/LTPC-17
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- მწარმოებელი: Lenovo
- მოდელი: Ideapad miix 310;
- რაოდენობა: 30 ცალი;
შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- კომერციულ წინადადებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ტრანსპორტირება დამკვეთის მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი; - ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 15 აგვისტოს 17:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები