ჩაბარების ვადა:

9 სექტემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T27714 - ტენდერი Cisco C921-4P როუტერების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ბანკი ქართუ
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 9 სექტემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, Cisco C921-4P როუტერების შესყიდვაზე. 

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პრეტენდენტმა, საბაზისო მონაცემების ნუსხით (ს.მ.ნ.), ტენდერში მონაწილეთათვის ინსტრუქციით (ი.ტ.მ.) და ტექნიკური დავალების (დანართი#1) შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე სატენდერო შემოთავაზება დედნების სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა. 

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა

სატენდერო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ტენდერის დასახელება: სს „ბანკი ქართუ“, ღია ტენდერი - Cisco C921-4P როუტერების შესყიდვა.

პრეტენდენტმა კომპანიამ ოფიციალური შეთავაზება ბანკს უნდა წარმოუდგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 9 სექტემბრისა

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: .თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.#39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.

საკონტაქტო პირი  საორგანიზაციო საკითხებზე:

მარიამ ლეჟავა, მობილური ნომერი: (+995) 591218000, ქალაქის ნომერი:  (032) 200 80 80 (600);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე:

ლაშა მჭედლიშვილი, მობილური ნომერი: (+995) 599 08 97 37, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (448);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • ტექნიკური დავალების საფუძველზე, წინადადების ღირებულება;
    - პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
    - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
    - სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სმნ-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

ძირითადი მოთხოვნები:

  • როუტერი - Cisco C921-4P – 20 ერთეული
  • უსაფრთხოების ლიცენზია  –  Cisco SL-900-SEC - 20 ერთეული
  • ტექნიკური მხარდაჭერა - SNTC 8x5xNBD -  3 წელი

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია. 

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
შეკითხვები