ჩაბარების ვადა:
17 აგვისტო 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2775 - ტენდერი საკანცელარიო პროდუქციის მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე
ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის შესყიდვაზე, კერძოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის შესასყიდი საკანცელარიო პროდუქციის მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე 08/08-GIG-P/SI-17
ტენდერის დეტალები:
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება;
- შესყიდვა განხორციელდება თვეში ერთხელ შესაბამისი კომპანიის მიხედვით;
- ერთი თვის მანძილზე შესასყიდი საწმენდი საშუალებების სავარაუდო რაოდენობები გთხოვთ იხილოთ დანართში N1.
შემსყიდველი კომპანიების ჩამონათვალი და შესაბამისი მიწოდების მისამართები:
- შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია:
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18;
- ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2; - შპს მტკვარი ენერჯი:
- ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2ა; - შპს ნეოგაზი:
- ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ;
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18; - შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი): ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქუჩა N13;
- შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა N88;
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- წინადადებები მიიღება როგორც მოთხოვნილი საკანცელარიო პროდუქციის ტიპებზე, ისე მათ ანალოგებზე (ანალოგების შემოთავაზების შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებული ბრენდი, შეფუთვის მოცულობა და ქვეყანა მწარმოებელი);
- წინადადებები მიიღება ასევე არასრულ პოზიციებზე (კომპანიას თუ არ გააჩნია თითოეული დასახელება, შეუძლია წარმოადგინოს წინადადება იმ პოზიციებზე, რომლის მოწოდებაც მისთვის შესაძლებელია); - ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ, უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელიც არ მოითხოვს ავანსს;
- ინფორმაცია მიწოდების პირობებისა და ვადების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე, ელ-ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი, ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 17 აგვისტოს 17:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები