ჩაბარების ვადა:

18 აგვისტო 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2781 - ტენდერი ადმინისტრაციული ოფისის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ადმინისტრაციული ოფისის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე 09/08-GIEC-S/BUILD-17

მომსახურების აღწერა:
ქ. თბილისში, გაზაფხულის ქუჩა N18-ში მდებარე ადმინისტრაციული ოფისის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები:

  • პირველი სართულის ნაწილის რემონტი დამკვეთის მასალით;
  • ძველი კომუნიკაციების გადატანა შემსრულებლის მასალით;

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • სამუშაოების საორიენტაციო მოცულობა და ნახაზი პირველი პოზიციისთვის;
  • სამუშაოების საორიენტაციო მოცულობა მეორე პოზიციისთვის;

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

აუცილებელი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.

შენიშვნა: დამკვეთი იტოვებს უფლებას თითოეული პოზიციისთვის გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს სხვადასხვა მომწოდებლისგან.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება თითოეული პოზიციისთვის წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით: რამაზ ცერცვაშვილი; საკონტაქტო ნომერი: 599 88 57 58.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 18 აგვისტო, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები