
30 სექტემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT27847 - ტენდერი ავტომობილებისთვის საგამოფენო დარბაზის, „ავტო ჰაუსი“-ს სამშენებლო სამუშაოებზე
- გამომცხადებელი: შპს პიტ-სტოპ
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 სექტემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს პიტ-სტოპ გეგმავს საგამოფენო დარბაზი ავტომობილებისთვის ე.წ. „ავტო ჰაუსი“-ს აშენებას.
- მდებარეობა: ქ. თბილისში, გიორგი სააკაძის გასასვლელი #7
- საპროექტო შენობა ერთსართულიანია ანტრესოლით სწორკუთხა ფორმის. საძირკველი მონოლითური რკინა-ბეტონის ფილა.
- კარკასი მონოლითური რკინა-ბეტონი, ნაწილობრივ ლითონის კარკასით, გადახურვა ორქანობიანი სენდვიჩპანელებით 7%-იანი დახრით.
- პროექტით გათვალისწინებულია ავტო ჰაუსის მშენებლობა, სადაც განთავსდება შენობის ძირითად ფასადურ ნაწილში პირველ დონეზე შოუ რუმი - ავტომობილები, ანტრესოლურ ნაწილში ოფისები (ადმინისტრაცია).
- შენობის შეწეულ ნაწილში დაპროექტებულია ავტო სერვისი ორდონიანი საწყობით.
დეტალური ინფორმაცია - პროექტი იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.
წინადადებების გამოგზავნა შეგიძლიათ 30 სექტემბრის 18:00 საათამდე ელ.ფოსტაზე: info@gezmotors.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
დოკუმენტაცია
მოგესალმებით, რა სახის სამუშაოები უნდა განფასდეს? სრულად რემონტის ჩათვილით უნდა მოხდეს განფასების მომზადება?
გავეცანი პროექტირების ნაწილში უზარმაზარი სამუშაოა გაწეული რაც იშვიათობაა დღევანდელ მშენებლობის ბაზარზე (აუცილებლად პირველ ეტაპზე ალბათ მოთხოვნა უნდა იყოს საშემსრულებლო ხარჯთაღრიცხვის მომზადება ან უნდა იყოს თან დართულლი ანგარიშგების მომზადებას უხარმაზარი დრო და რესურსი ჭირდება მიუხედავად იმისა რომ წინასწარ არ იცი მოიგებ თუ არა ეს ჩემი აზრია რათქმაუნდა )
არ გვაქვს.
BOQ არ არი, თუ გაქვთ იქნებ დაამატოთ.
თუ არის შესაძლებელი ხარჯთაღრიცხვის მოწოდება სადაც მოცემული იქნება სამუშაოების მოცულობები და ჩამოთვლილი იქნება ყველა ის სამუშაო რისი შესრულებაც სურს დამკვეთს.
ყველა ინფორმაცია რაც შეგვიძლია მოგაწოდოთ არის დანდართულ პროექტში.