ჩაბარების ვადა:

24 სექტემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T27854 - ტენდერი ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის მართვის მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: სს ჰეშ ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 11 სექტემბერი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 24 სექტემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

HashBank წარმოადგენს საქართველოში სრულად ციფრულ საბანკო ინსტიტუტს, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობსინოვაციურ და ტექნოლოგიურად წინმსწრებ მომსახურებებს. ბანკის ძირითადი მისიაა ერთიან ციფრულ პლატფორმაზესწრაფი და ეფექტიანი ოპერირების უზრუნველყოფა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისოსტანდარტებზე დაფუძნებული, საზღვრების გარეშე საბანკო გამოცდილების შექმნა.

ტენდერის მიზანი:

სს ჰეშ ბანკი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ადრეული ვადაგადაცილების მქონე სასესხო პორტფელის მართვის მომსახურების კუთხით გრძელვადიანი პარტნიორის შერჩევაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის საშუალებით

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარმოსადგენად.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

  • ტენდერის გამოცხადება:  10 სექტემბერი 2025 წელი
  • ტენდერის დასრულება: 24 სექტემბერი 2025 წელი
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.

ტენდერით შესასყიდი პროდუქტის/მომსახურების მახასიათებლები:

  • სესხის ტიპი: ნებისმიერი ტიპის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტები/სესხები, (სამეწარმეო მიზნობრიობით, სესხი, რომლის მიზნობრიობა ბიზნეს/სამეწარმეო საქმიანობაა, მათ შორის, ვაჭრობის დაფინანსება, სტარტაპ სესხი, სასოფლო-სამეურნეო მიზნობრიობით ან/და ბიზნესის მიმდინარე ხარჯების დაფარვის მიზნობრიობით გაცემული სესხები,  ოვერდრაფტის პროდუქტები, საკრედიტო ბარათები).
  • სესხის უზრუნველყოფა: არაუზრუნველყოფილი
  • ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა: >30 დღეზე (DPD >30)
  • სესხის საშუალო მოცულობა: დაახლოებით 6,500 ლარი
  • სესხის საშუალო ვადიანობა: 24 თვე
  • სესხების მიწოდება: ეტაპობრივად, შესაბამისი ვადაგადაცილების დადგომის პირობებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
  • ხელშეკრულების მოქმედების: ვადა 12 თვე, ვადის შესაძლო გაგრძელებით.

ძირითადი მოთხოვნები:

დაინტერესებული მხარე უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტი 

წინადადების შემოტანამდე საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლია შუალედური შეხვედრის ორგანიზება დეტალების დასაზუსტებლად.

მოთხოვნები მომწოდებელ კომპანიის მიმართ და წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • დანართი #1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი, აღნიშნული ტიპის მომსახურებაზე;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადების დეტალური განფასება როგორც ხელმოწერილი pdf ფორმატში, ასევე ექსელის ფაილით (ფასები მოცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით)
  • შეთავაზების ვალუტა - ლარი;
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #2-ის სახით წარმოდგენილ მომსახურების ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, ხელშეკრულება არის შაბლონური სახის და დაკორექტირდება პრეტენდენტან ინდივიდუალურად და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფასები ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.
  • დანართი #3 ხელმოწერილი

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ფასი
  • გადახდის პირობები
  • გამოცდილება ანალოგიურ სფეროში

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -  სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა: 

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 24 სექტემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშიირდეთ:

სამუშაო სპეციფიკასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

საკონტაქტო პირი:

ირაკლი გოგიშვილი
Mob: 591 515 005
Email: irakli.gogishvili@hashbank.ge

შესყიდვების პროცედურებათან დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

საკონტაქტო პირი: 
დიანა ქადარია
Mob: 551 677 467
Email: diana.kadaria@hashbank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66100000 საბანკო და საინვესტიციო მომსახურებები
შეკითხვები