ჩაბარების ვადა:

17 სექტემბერი 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T27856 - ტენდერი შედუღება/ღუნვის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 10 სექტემბერი 2025 დრო 18:02
  • წინადადების მიღება მთავრდება: 17 სექტემბერი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს შედუღება/ღუნვის მომსახურების შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელეტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით

ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
შედუღება/ღუნვის მომსახურების შესყიდვა 1800


ხელშეკრულების გაფორმებამდე საჭროა სატესტოდ მომსახურების მიღება

სამუშაოს ჩამონათვალი:

დასახელება: მეტალის დეტალების ღუნვა და შედუღება
სურათი ნომერი 1: - მეტალის სისქე 3.0მმ, ხუთი ღუნვა და ერთი შედუღება
სურათი ნომერი 2: - მეტალის სისქე 2.5მმ, ერთი ღუნვა და შედუღება
სურათი ნომერი 3: - მეტალის სისქე 2.5მმ, ორი ღუნვა და შედუღება
სურათი ნომერი 4: - მეტალის სისქე 2.5მმ, ორი ღუნვა და შედუღება
სურათი ნომერი 5: - მეტალის სისქე 1.0მმ, სამი ღუნვა და შედუღება
სურათი ნომერი 6: - მეტალის სისქე 1.0მმ, ოთხი ღუნვა და შედუღება
სურათი ნომერი 7: - მეტალის სისქე 1.0მმ, ორი ღუნვა და შედუღება
სურათი ნომერი 8: - მეტალის სისქე 2.0მმ, ორი ღუნვა
სურათი ნომერი 9: - მეტალის სისქე 2.0მმ, ერთი ღუნვა და შედუღება
სურათი ნომერი 10: ღუნვის და შედუღების შედეგად მიღებული პროდუქტი
ჯამში: ღუნვის რაოდენობა 22
ჯამში: შედუღების სიგრძე 3500მმ


მოწოდება:

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მომსახურების საგნის მოწოდება შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10

მოწოდება უნდა განხორციელდეს 9 ეტაპად, პირველი ეტაპის მოწოდება უნდა განხორციელდეს 2025 წლის 10 ოქტომბრამდე.

  მოწოდება რაოდ
1 10 ოქტომბერი - 2025 200
2 10 ნოემბერი - 2025 200
3 10 იანვარი - 2026 200
4 10 მარტი - 2026 200
5 10 აპრილი - 2026 200
6 10 ივნისი - 2026 200
7 10 ივლისი - 2026 200
8 10 სექტემბერი - 2026 200
9 10 ნოემბერი - 2026 200
    1800


ანაზღაურება:

თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში

სატენდერო პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
    - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    -  ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 17 სექტემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი 
+995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები
  • 43700000 მეტალურგიული დანადგარები და მათთან დაკავშირებული ნაწილები
შეკითხვები