
26 სექტემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T27901 - ტენდერი სამეურნეო პროდუქციის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ევექსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 13 სექტემბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 26 სექტემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ევექსი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს - სამეურნეო პროდუქციის შესყიდვაზე. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს ევექსთან ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს. ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება 12 თვის ვადით.
2. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 26 სექტემბრის 18:00 საათამდე.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
- ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება - 12 სექტემბერი 2025
- სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება - 26 სექტემბერი 2025
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა - 03 ოქტომბერი 2025
- ხელშეკრულების გაფორმება - 10 ოქტომბერი 2025
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.
შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს შეკვეთა ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან.
იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, შემსყიდველი უფლებამოსილია გაუქმოს შეკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ კომპანიასთან საჯარიმო სანქციების გარეშე შემსყიდველის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გაუქმოს ტენდერი.
სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, შემსყიდველის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან.
3. ტენდერით შესასყიდი მომსახურების/საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები
საქონლის დასახელება | სპეციფიკაცია |
ხელსახოცი | ფენა-2 ; რაოდ. შეკვრაში -200 ცალი; წონა-270-300 გრ. |
თხევადი საპონი | მოცულობა -5 ლიტრ. |
სამედიცინო რულონი ბოჭკოვანი(ტაფჩანის ქაღალდი) | ფენა-2 ; სიგრძე-100 მ ; სიგანე- მინიმუმ 60სმ. |
ტუალეტის ქაღალდი | ფენა -2 ; სიგრძე-არანაკლებ 100 მ. |
ლაზერული დისპენსერის ხელსახოცი | ფენა-მინიმუმ 2; სიგრძე-მინიმუმ 100მ; სიგანე:21 სმ. |
- მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის მიწოდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3-5 კალენდარული დღის ვადაში.
- აუცილებელი პირობაა, რომ შესასყიდი პროდუქციის მიწოდება (ტრანსპორტირება) მოხდეს მიმოწდებლის მიერ დანართ #3-ში ჩამოთვლილ ლოკაციებზე. ამასთან:
- თვის ჯამური დაკვეთა გადაიგზავნება მომწოდბელთან ცენტრალიზებულად ყოველი თვის 10 რიცხვამდე;
- ობიექტების მომარაგება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს ყოველი თვის 15 რიცხვამდე;
- დამატებითი დაკვეთების შემთხვევაში ლოკაციები უნდა მომარაგდეს მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში;
- მისაწოდებელი პროდუქციის მახასიათებლები უნდა იყოს არანაკლებ დანართ #1-ში მოცემული ტექნიკური მახასიათებლებისა;
- პერეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესასყიდი საქონელი აუცილებელია პასუხობდეს მოთხოვნილ სპეციფიკაციებს;
- შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი, საორიენტაციო ყოველთვიური რაოდენობა და სპეციფიკაციები მოცემულია დანართ #1-ში.
დანართი № 1- ის მიხედვით წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო განფასება.
ტენდერში მონაწილე კომპანიამ, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ნიმუში და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ტენდერის შედეგად შერჩეულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში შემსყიდველს ეძლევა უფლება, პერიოდულად მოახდინოს მოწოდებული პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება ხელშეკრულებით დადგენილ ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებთან.
პროდუქციის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია:
- დააბრუნოს შეუსაბამო პროდუქცია;
- მოითხოვოს შეუსაბამო პროდუქციის დაუყოვნებლივ ჩანაცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროდუქციით;
- იმ შემთხვევაში თუ გამყიდველი მყიდველს მიაწოდებს მყიდველს ნასყიდობის საგანს რომელიც არ შეესაბამება ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხს ან/და ტექნიკურ მახასიათებლებს, დააკისროს გამყიდველს ერთჯერადი პირგასამტეხლო, მიმდინარე თვის შესაბამისი შეკვეთის საერთო ღირებულების 20% ოდენობით და ყოვედღიური პირგასამტეხლო აღნიშნული თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შესაბამისი ნასყიდობის საგნის მოწოდებამდე.
შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ
ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა
- შესყიდვის ფასი, ვალუტა-ლარი კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით
- მოწოდების პირობა
- გადახდის პირობა
- ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობა - მომსახურების პირობები და ვადები
4. სატენდერო წინადადების ფორმატი
პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:
- ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ- კომპანიის/ფიზიკური პირის ზოგადი აღწერა, საიდენდიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ბრენდების ჩამონათვალი, რომელსაც წარმოადგენს კომპანია. პარტნიორების და კლიენტების ჩამონათვალი;
- გამოცდილება:
- კლიენტების ჩამონათვალი: კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (დასრულებული და მიმდინარე);
- შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორები (არსებობის შემთხვევაში)- კომპანიის დასახელება და ინფორმაცია, სამუშაო მოცულობა/აღწერა რომელისაც ქვე-კონტრაქტორი შეასრულებს; - კომერციული წინდადება: ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას , დამატებითი ღირებულების ჩათვლით, ფასი უნდა შეიცავდეს ტრანსპორტირების და მომსახურების ფასს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების ჩათვლით.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #2-ის სახით;
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემო დოკუმენტაცია დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი მსგავსი ტიპის პროექტზე;
პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 1 სამუშაო დღეზე მეტი ვადით.
5. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
6. კონფიდენციალურობა:
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 26 სექტემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: l.zhvania@evex.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები